სექტემბრის ბოლოს ქართულ ჯუდოს ფედერაციაში საანგარიშო ყრილობაა
სექტემბრის ბოლოს ქართულ ჯუდოს ფედერაციაში საანგარიშო ყრილობაა
31.08.2024
ავტორი: TSFF.Ge

28 სექტემბერს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართება. განცხადებას ძიუდოს ფედერაციის სოციალური ქსელი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგში ამ ეტაპისთვის ოთხი ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება:


  • საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენება-ანგარიში
  • საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები
  • ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და აღმასკომის წევრების დამტკიცება.
  • სხვადასხვა


ყრილობის მუშაობაში ხმის უფლებით,  57 დელეგატი მიიღებს. მანამდე კი, საორგანიზაციო ჯგუფი, პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციას აწარმოებს, რომლებმაც, შესაბამისი მოთხოვნით განცხადება და წესდებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად: judofedgeo@gmail.com   არაუგვიანეს 2024 წლის 6 სექტემბრისა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ამ მომენტისთვის გიორგი ათაბეგაშვილია. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქართველმა ჯუდოკებმა, სოლიდურ წარმატებებს მიაღწიეს.