ქართველმა პარალიმპიელებმა მსაჯების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს - მოლოდინის რეჟიმი!
ქართველმა პარალიმპიელებმა მსაჯების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს - მოლოდინის რეჟიმი!
01.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დღეს, პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს გაუუქმეს შედეგი და შესაბამისად ოლიმპიური ჩემპიონობა, საქართველოს პარასპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა, საკუთარ სოციალურ ქსელში, შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:


„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მოროკოს და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებული და ყველა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიგა ოჩხიკიძის შედეგიც და რეკორდიც, ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. ჩვენ დაუყონებლივ გავასაჩუვრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს.


5 სექტემბერს, ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ენდრიუ პერსონსთან.


დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარა ათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და ყველას მიერ აღიარებულ შედეგს იპარავდნენ!


ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფებებს და ინფორმაციის განახლებისთანავე გაცნობებთ შედეგებს", - წერს იონათამიშვილი.


რა თქმა უნდა ჩვენი გვერდი კვლავ დაელოდება აღნიშნული დავის დასასრულს და დაუყოვნებლივ მოგაწვდით ინფორმაციას.