პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს სამი წარმომადგენელი ასპარეზობდა.
პარატაეკვონდოისტმა გიორგი ნიკოლაძემ, რომელმაც დღეს K44 -70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ასპარეზობმა მე-7 ადგილით დაასრულა. თუმცა, დღე საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში ეგვიპტელი აბდელ რაჰმედ მაჰმუდ აბდელ რაზეკი 18-16 დაამარცხა. თუმცა, მომდევნო, მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, თურქ ფათიჰ ჩელიქთან 19-24 წააგო. ჩვენებური რეპეშაჟში გადაერთო, სადაც არგენტინელ ხუან სამორანოს დაუპირისპირდა და შეხვედრა 15-3 დათმო. სხვათა შორის გიორგისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა იყო, შესაბამისად, იმედია, რომ უკვე მომავალ თამაშებზე, ნიკოლაძის შედეგი, ბევრად სოლიდური იქნება.
ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულიმა პარალიმპიადაზე პნევმატური შაშხანის 10 მეტრზე სროლაში (R4 (SH2) იასპარეზა და ექვსი სერიის შემდეგ, 630.0 ქულა (106.2 /105.2 / 105.0 /105.5 /103.8/ 104.3) ქულა დააგროვა და კვალიფიკაციის მისაღებად სულ რაღაც, 0.8 დააკლდა. ეს კი ფინალში გადასასვლელად, სადაც 8 საუკეთესო შედეგის მქონე პარასპორტსმენი ასპარეზობდა საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, ქართველმა 29 მონაწილეს შორის მე-15 ადგილით დაასრულა ამ დისციპლინაში გამოსვლა. თუმცა, ლადო, პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე კიდევ ორ დისციპლინაში 0 R5 კატეგორიაში 10 მეტრზე პნევმატური შაშხანის სროლასა და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე პნევმატური შაშხანის სროლაშიც იასპარეზებს.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს, კიდევ ერთმა ქართლმა, დავით ქავთარაძემ იასპარეზა. შუბის ტყორცნაში მან საუკეთესო შედეგი (35,71 მეტრი) მესამე ცდაზე დააფიქსირა და მერვე ადგილი დაიკავა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქავთარაძის საუკეთესო ნატყორცნი, 37.51 მეტრს შეადგენს, რომელიც ქართველმა 2023 წელს პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დააფიქსირა. სხვათა შორის, ამ სახეობაში, დღეს მსოფლიო რეკორდი დამყარდა და იგი, ტურნირის გამარჯვებულს 63.81 მეტრი და იგი კოლუმბიელ ხოსე გრეგორიო ლემოს რივას ეკუთვნის.