პირველი პარალიმპიური მედალი საქართველოს ანა ჯაფარიძემ მოუტანა
პირველი პარალიმპიური მედალი საქართველოს ანა ჯაფარიძემ მოუტანა
29.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

19 წლის ქართველი პარალიმპიელი ანა ჯაფარიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ქართველ პარატაეკვონდოისტ ქალს, რომელიც -52კგ წონით (K44) კატეგორიაში ასპარეზობს, სადებიუტო ოლიმპიური თამაშების მედლამდე სამი შეხვედრის გამართვა მოუხდა.


პირველ დაპირისპირებაში, ანამ, აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი 22-2 დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონს და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს თურქ მერიემ ბეთულ ჩავდარს შეხვდა და ერთი ქულით, 7-6 სძლია.  ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან 6-0 დათმო და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა. აქ, ჯაფარიძე, ეგვიპტერლ სელმა ალი აბდ ალ მონემ ჰასანს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, რომლის ძირითადი დრო 2-2 დასრულდა და დამატებითმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მსაჯების გადაწყვეტილებით, 2-1 გაიმარჯვა და ქართული გუნდისთვის პირველი მედალი მოიპოვა.


აღსანიშნავია, რომ ანა ჯაფარიძე, ნინა თიბილაშვილისა (ეტლით ფარიკაობა ) და ინა ქალდანის (პარა ძიუდო) შემდეგ, მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე (მათ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოიგეს მედლები. სხვათა შორის, ნანას და ინას, პარალიმპიური მედლების მოგების შანსი პარიზის თამაშებზეც აქვთ, რადგან ისინი იმ 14 ქართველ სპორტსმენს შორის არიან, რომლებიც პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ.


ქართული გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ლია ჩაჩიბაია (-47 კგ, K44), სასტარტო შეხვედრაში, მაროკოელ ლარიფთან, ერთი ქულით, 12-11 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ქართველი პარალიმპიელის მეტოქე, მომდევნო შეხვედრაში, არასპორტული საქციელის გამო მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. შესაბამისად, ყველა ის სპორტსმენი, ვისაც მაროკოელი უნდა შეხვედროდა, მედლებისთვის სვლას ბრძოლის გარეშე აგრძელებდნენ.


აქვე გეტყვით, რომ  რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.


ხვალ, ქართული გუნდიდან სამი წარმომადგენელი იასპარეზებს - პარატაეკვონდოისტი გიორგი ნიკოლაძე, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული და პარამძლეოსანი დავით ქავთარაძე.