5 და 9 სექტემბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან, ორს გამართავენ, ჯერ ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" მოლდოვას დაუპირისპირდებიან, რამდენიმე დღეში, 9 სექტემბერს კი, ქალაქ ვენლოში Stadion - De Koel-ზე ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ჯგუფში ქულების მაქსიმუმით ლიდერობს და თეორიულად უკვე განაღდებული აქვს მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა. რამაზ სვანაძის გუნდს კი, ჯგუფური ეტაპის დასაძლევად, მინიმუმ 7 ქულა სჭირდება. ამ მომენტისთვის, ჩვენები 13 ქულით მეორე ადგილზე არიან და 3 ქულით უსწრებენ, მესამეადგილოსან შვედეთს, რომელთა წინააღმდეგაც ქართველმა ახალგაზრდებმა ზუსტად ერთი წლის წინ ბათუმში ფრედ, 0-0 ითამაშეს.
რამაზ სვანაძის გუნდი შეკრებას ბათუმში 1 სექტემბრიდან დაიწყებს. სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს გუნდთან ერთად ვერ იქნება გიორგი მაისურაძე („პოლისია ჟიტომირი", უკრაინა) რომელიც ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ შეხვედრაში ბოლო წუთზე გააძევეს. ტრავმების გამო სვანაძესთან არ იქნებიან, არც ლუკა სალუქვაძე („დინამო თბილისი") და გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია). მათი გამოკლებით, სვანაძის განკარგულებაში იქნებიან მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), ლუკა ხარატიშვილი („დინამო" ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი"); მცველები: საბა გოგლიჩიძე („ემპოლი", იტალია), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („სირიუსი", შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა" გორი), დავით ზურაბიანი („კოლხეთი 1913", ფოთი), ლადო ოდიშვილი („თელავი"), საბა საზონოვი („ტორინო", იტალია); ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი ("იბერია 1999"), გიზი მამაგეიშვილი ("იბერია 1999"), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი"), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი", ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო" მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა" გორი), თორნიკე მორჩილაძე („თელავი"); თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („დინამო თბილისი"), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი").
და ბოლოს გეტყვით, რომ 5 სექტემბერს, ბათუმში შეხვედრა 20:00, ხოლო ნიდერლანდებში 22:00 საათზე დაიწყება.