უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა 2024-2025 წლის სეზონიდან ახალი ფორმატით ტარდება. ორგანიზატორები შეეცადნენ, რიგით მე-11 გათამაშება, უეფა-ს მთავარი საკლუბო ტურნირის ფორმატთან შესაბამისობაში მოეყვანათ, რაც ნიშნავს, რომ ტურნირში მონაწილეობაზე განაცხადების ბევრად დიდი რაოდენობაც შევიდა.
ისევე, როგორც ადრე, ყველა პრეტენდენტი ორ გზად არის გაყოფილი - ჩემპიონთა ლიგის გზა და ადგილობრივი ჩემპიონების გზა, რომლებიც ვიდრე დაიწყება 2025 წლის ფლეი-ოფების ფაზა, თავისი წინასწარ შედგენილი გრაფიკით იასპარეზებენ.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გზით, სტარტს ის 36 ახალგაზრდული კლუბი აიღებს, რომელთა მთავარმა კლუბებმაც მოახერხეს უეფა-ს 2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გასვლა. აღნიშნული გათამაშება იქნება ერთი-ერთში მთავარი ტურნირის და გუნდებიც იმ წილისყრის მიხედვით დაწყვილდებიან, რომელიც 29 აგვისტოს მონაკოში გაიმართება. ე.წ. ექვსი სათამაშო დღე, 18 სექტემბრიდან 11 დეკემბრის პერიოდს მოიცავს და გუნდებს მოუწევთ 3 საშინაო და 3 გასვლითი თამაშის ჩატარება.
რაც შეეხება ადგილობრივი ჩემპიონების ტურნირს, მასში უეფა-ს წევრი ქვეყნების ჩემპიონები მონაწილეობენ, ასეთი 52 არის, რომელთა შორის „დინამო თბილისის" ახალგაზრდული კლუბიც მოხვდა. ადრე, აღნიშნულ ტურნირში 32 კლუბი მონაწილეობდა, ასოციაციების კოეფიციენტის შესაბამისად.
2024-2025 წლების სეზონზე ტურნირი, თავდაპირველად ჩატარდება სამი, ორ-რაუნდიანი ეტაპი სახით, ნაცვლად ორისა. აქედან, კლუბების ნაწილი ასპარეზობას, პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყებს. „დინამო თბილისი" კი, ტურნირში პირველივე ეტაპიდან ჩაებმება 23 კლუბთან ერთად.
|
პირველ ეტაპზე დებიუტი ექნებათ, ანდორას, ფარერის კუნძულების, გიბრალტარის, კოსოვოს, მალტისა და უელსის კლუბებს. ქართული კლუბის წილისყრა 3 სექტემბერს, ნიონში გაიმართება. პირველი ეტაპის თამაშები 18 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს ჩატარდება.