პარიზში პარალიმპიური თამაშები დაიწყო!
პარიზში პარალიმპიური თამაშები დაიწყო!
29.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეიდან, 8 სექტემბრის ჩათვლით პარიზში პარალიმპიელებს მასპინძლობს. 28 აგვისტოს, საფრანგეთის დედაქალაქში, ოფიციალურად  გაიხსნა ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები, რომელშიც საქართველოს 14 წარმომადგენელი მონაწილეობს.

ეტლით ფარიკაობა - ნინო თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი;

პარამძლეოსნობა - გიგა ოჩხიკიძე, დავით ქავთარაძე;

პარატაეკვონდო - ანა ჯაფარიძე, ლია ჩაჩიბაია, გიორგი ნიკოლაძე;

პარაძიუდო - ინა ქალდანი (70 კგ), ზურაბ ზურაბიანი (60 კგ), გიორგი ქალდანი (70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ);

პარასროლა - ლადო ჭინჭარაული;

პარაწოლჭიმი - აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).


პარალიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრებს მედროშედ, პარაწოლმჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე მოუძღვოდა, რომელიც ქართველთაგან ყველაზე ბოლოს შეეცდება პარალიმპიური მედლების მოგებას. საერთო ჯამში, ჩენები სპორტის 6 სახეობაში იასპარეზებენ.


ზაფხულის თამაშებზე, საქართველო სპორტის ექვს სახეობაში იქნება წარმოდგენილი. თამაშების პირველ საასპარეზო დღეს კი, ქართველთაგან ტაეკვონდოისტები ანა ჯაფარიძე და ლია ჩაჩიბაია იასპარეზებენ. ამ დღეს, მედლების 22 კომპლექტი გათამაშდება.


აქვე გეტყვით, რომ თამაშები 11 დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას, 4400 პარალიმპიელი ათლეტი მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. განსხვავებით სხვა პარალიმპიური თმაშებიდან, 2024 წლის ფორუმი, ყველაზე წარმომადგენლობითია და მასში მონაწილეობას 168 ქვეყნის დელეგაცია იღებს.



ფოტო: © Paralympic Games