უკვე ოფიციალურად - გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია
უკვე ოფიციალურად - გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია
27.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დღის ბოლოს, ერთმანეთის მიყოლებით ესპანური „ვალენსიასა" და ინგლისური „ლივერპულის" ოფიციალურმა გვერდებმა, გიორგი მამარდაშვილთან დაკაშვირებით, განცხადებები გამოაქვეყნეს. კლუბებმა, რამდენიმე დღის მანძილზე, ინტერნეტ-სივრცეში საზოგადოების  ფართო ინტერესი დააკმაყოფილეს და განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია, ტრანსფერი დადასტურებული და „მამარდა" - „ლივერპულის" ფეხბურთელი.

„შეთანხმების საფუძველზე, ქართველი რომელმაც „ვალენსიას" შემადგენლობაში 102 მატჩი ჩაატარა მას შემდეგ რაც ის 2021 წლის გაზაფხულზე კლუბს შემოუერთდა, მიმდინარე სეზონში მესტალიაზე თამაშს გააგრძელებს.


მამარდაშვილმა განსაკუთრებით გამოჩინა თავი 2024 წლის ევროპის ჩეპიონატზე, განსაკუთრებით, როდესაც მან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო, შესანიშნავი თამაშისთვის ჩეხეთის წინააღმდეგ.


გიორგი გააგრძელებს რუბენ ბარახას შემადგენლობაში თამაშს, იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებთანაც ბოლო სამი წლის მანძილზე თამაშობდა", - ნათქვამია ვალენსიას განცხადებაში.


გიორგი მიმდინარე 2024-25 წლის საფეხბურთო  სეზონში კვლავ „ვალენსიას" ღირსებას დაიცავს, ინგლისურ კლუბს კი, მომდევნო სეზონიდან შეუერთდება.


„მათ ეს, შთამბეჭდავი ევრო 2024-ის ფონზე გააკეთეს, რომელიც მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად გააკეთა და თექვსმეტ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ჯგუფური ეტაპის დროს, სამ მატჩში,  მის მიერ შესრულებული 21 „სეივი", სამაგალითო აღმოჩნდა სხვა მეკარეებისთვის ტურნირის ისტორიაში.


კარის მცველი, რომელსაც საერთო ჯამში, საკუთარი ქვეყნისთვის 21 მატჩი აქვს ჩატარებული, „ვალენსიაში", სადაც 2021 წელს „დინამო თბილისიდან" გადმოვიდა, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.


ამრიგად, მამარდაშვილი, რომელმაც ლა ლიგაში 102 მატჩი ჩაატარა და 31-ში კარი მშრალად შეინახა ყველა ტურნირში, „ბარსელონასა" და „სელტას" წინააღმდეგ წელს სასტარტოდან დაიწყო",  - წერს „ლივერპულის" ოფიციალური გვერდი.


გიორგი მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გუშინ საკუთარი აგენტის, ლევან სეთურიძისა და „ლივერპულის" წარმომადგენლის თანდასწრებით გაიარა. დღეს, კი, თბილისის დროით 23 საათისთვის, კონტრაქტის შესახებ, როგორც უკვე მოგახსენეთ, კლუბებმა ოფიციალური განცხადებები გამოაქვეყნეს.


დაახლოებით ამავე პერიოდში, ინსტაგრამ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა გიორგი მამარდაშვილმაც. „ვალენსიაზე" და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.

 

სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც „ვალენსიამ", ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. „ვალენსიამ" შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.


სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.


ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.


ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!", - წერს გიორგი მამარდაშილი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში თბილისში ჩამოვა და ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ შეკრებას შეუერთდება, უეფა-ს ერთა ლიგის ახალი სეზონის წინ.




ფოტო: სკ „ვალენსია"