MVP კვარა და მამარდა ლივერპულში!
MVP კვარა და მამარდა ლივერპულში!
26.08.2024
ავტორი: მარიამ მესხი

25 აგვისტოს იტალიის სერია ა-ს მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ" პირველი საშინაო მატჩი გამართა, სადაც „ბოლონიას" უმასპინძლა.


კვარას, სულ რამდენიმე დღის წინ შვილი შეეძინა და საქართველოში ჩამოვიდა, იტალიაში დაბრუნებულმა კი, „ბოლონიასთან" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შესანიშნავადაც ითამაშა.


პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე კვარას ბრწყინვალე პასით გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ანგარიში გახსნა და ნაპოლი დააწინაურა. 75-ე წუთზე კი, თავად გაიტანა ლამაზი გოლი, რომელიც პატარა დამიანეს მიუძღვნა.


საბოლოოდ, კონტეს დარიგებულმა გუნდმა მატჩის კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ჯოვანი სიმეონეს გოლით საბოლოო ანგარიში 3-0 მოიგო და პირველი სამი ქულაც ჩაიწერა.


მომდევნო შეხვედრას „ნაპოლი" შინ, 31 აგვისტოს, პარმას წინააღმდეგ გამართავს.


გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია!


ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კარიერას „ვალენსიაში" „ლივერპულის" ფეხბურთელის რანგში გააგრძელებს. ქართველი სამედიცინო შემოწმებას 27 აგვისტოს გაივლის. „ლივერპული" ქართველი მეკარის სანაცვლოდ „ვალენსიას" 35 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა, მამარდა „ვალენსიაში" 1 წლით იჯარის წესით დარჩება.