ქულების მაქსიმუმით „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ მენი-რაუნდის მე-7 ჯგუფშია
ქულების მაქსიმუმით „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ მენი-რაუნდის მე-7 ჯგუფშია
24.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების სასტარტო, საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში ავთანდილ ასათიანის „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" სამი მოგებით დაასრულა. დღეს, FMF Futsal Aren-ზე, თბილისური კლუბი „მაქაბი ნეთანიას" დაუპირისპირდა და სოლიდური ანგარიშით 1-8 დაამარცხა.

ჯგუფური ეტაპის პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებით ასათიანის გუნდმა დღევანდელი შეხვედრა შეცვლილი შემადგენლობით დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ორი ტურის შემდეგ, ასათიანის გუნდს უკვე განაღდებული ჰქონდა მომდევნო ეტაპის საგზური, ქართველა მწვრთნელმა სასტარტო შემადგელობაში სამი ცვლილება განახორციელა. კერძოდ, დაასვენა თორნიკე ბუკია, ირაკლი თოდუა და რონინიო. თამაში კი, შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: #1 ბექა ტყემალაძე (GK), #8 ვახტანგ კეკელია, #11 დავით ხეჩიკაშვილი, #21 ნიკოლოზ გაბრიჩიძე, #27 იტალო,


აქვე გეტყვით, რომ ქართული გუნდის სათადარიგო მოთამაშეები იყვნენ „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს"-ის სათადარიგო სკამი: #7 შოთა თოფურია, #10 ვახტანგ ჯვარაშილი, #20 ლაშა კურტანიძე, #13 თორნიკე ბუკია (GK); #9 ირაკლი თოდუა (C), #77 რონინიო. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ შოთა თოფურია გუნდს ტრავმის გამო ტურნირის მანძილზე ვერ დაეხმარა.


ანგარიში, 4'53'' ჯვარაშილმა გახსნა, მალე 6'46'' თოდუამ ანგარიში ორამდე გაზარდა, 7'12'' წუთისთვის კი რონიონიო მესამე (ამ ტურნირზე მე-4) გოლის შემდეგ კი, ჯორჯიანსელები უკვე 0-3 იგებდნენ. ტაიმის მეორე ნახევარში დუბლი გაიფორმა ხეჩიკაშვილა (13'17'', 19'41'') და ქართულმა გუნდმა ტაიმი 0-5 მოიგო. მეორე ნახევარშიც გოლების ათვლა ისე ქართველმა ფეხბურთელებმა დაიწყეს, ჯერ გაბრიჩიძემ გაიტანა 28'22'', შემდეგ კი,  31'35''კეკელიამ აიღო „მაქაბის" კარი, მერვე გოლი „ჯორჯიანსის" სასარგებლოდ, 38'41'' იტალომ გაიტანა. ისრაელელებმა მხოლოდ ერთხელ, მოახერხეს ქართველთა გუნდის კარის აღება, 35'43'' პრესტიჟის გოლი ტაჰამ გაიტანა.


ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა კლუბმა, საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფი ქულების მაქსიმუმით 9 ქულით მოიგო. სამ შეხვედრაში გაიტანა 16 და საკუთარ კარში მიიღო სამი ბურთი. ქართული გუნდიდან საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლები გატანეს: რონინიომ (4), კეკელიამ (3), ჯვარაშვილმა (3), გაბრიჩიძემ (2), ხეჩიკაშვილმა (2), თოდუამ და იტალომ.


ტურნირის დებულების თანახმად, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" ე.წ. B ფასში მოხვდა, სადაც 8 ჯგუფში გადანაწილებულმა 32-მა გუნდმა იასპარეზა. ჯგუფების გამარჯვებულები უკვე დღევანდელი დღის ბოლოს, ოფიციალურად,  იმ 24 გუნდს (და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ესპანური „პალმა", რომელშიც ჩვენი ბრაზილიელები ასპარეზობენ) შეუერთდებიან, რომლებიც მაღალი კოეფიციენტის წყალობით, პირდაპირ მოხვდნენ მეინ-რაუნდში. ეს ეტაპი 2024 წლის, 22-27 ოქტომბრის პერიოდშია დაგეგმილი.


ცნობილია ქართული კლუბის მეინ-რაუნდის ჯგუფის მეტოქეებიც. წილისყრის შედეგად, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" მე-7 ჯგუფში იასპარეზებს Luxol St. Andrews Futsal (MLT), Futsal Klub Lučenec (SVK, hosts) ერთად და მათ დღევანდელი დღის ბოლოს C  ჯგუფის (Akaa Futsal (FIN), Tirana Futsal (ALB, hosts), TSV Weilimdorf (GER), Ísbjörninn (ISL)) გამარჯვებულიც დაემატება.


და აქვე გაგაცნობთ მომდევნო ეტაპების კალენდარსაც, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა, ამ ეტაპზე იგი ასე გამოიყურება:

31 ოქტომბერი -  ელიტ რაუნდის წილისყრა

26 ნოემბერი - 1 დეკემბერი - ელიტ რაუნდი

ფინალური ეტაპის წილისყრა - თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი

2025 წლის 1 ან 2 და 3 ან 4 მაისი - ფინალი