ფრე დანიაში - კაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფისთვის იბრძვის
ფრე დანიაში - კაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფისთვის იბრძვის
22.08.2024
ავტორი: მარიამ მესხი

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში გურამ კაშიას „სლოვანი" სტუმრად, „მიდტიულანდს" დაუპირისპირდა. ორ-რაუნდიანი დუელის პირველი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.


საკმაოდ დაძაბული შეხვედრა 59-ე წუთზე, სეზარ ბლექმანის გოლით გაიხსნა და ქართველი მცველისკლუბი დაწინაურდა. სხვათა შორის, საგოლე შეტევა, სწორედ გურამ კაშიამ წამოიწყო. გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და 79-ე წუთზე საპასუხო გოლი, ედვარდ ჩილუფიამ გაიტანა.


კაშიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.


საპასუხო შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 28 აგვისტოს გამართავს. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელიც სწორედ, ბრატისლავაში გაირკვევა.

 


ფოტო: © ŠK Slovan Bratislava