„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო
21.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ჩემპიონმა ფუტსალში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო ასპარეზობა. აღნიშული ეტაპი მინი-ტურნირების სახით ტარდება და ავთანდილ ასათიანის გუნდს, მოლდოვაში, კიშინიოვთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ კრიკოვაში ბოსნიურ „შიროკი ბრიჟეგ"-თან (MNK Široki Brijeg), მოლდოვურ „კლიკ კიშინაუსთან" (FC Clic Chişinău) და ისრაელის წარმომადგენელ „მაქაბი ნეტანია"-სთან (Maccabi Netanya Futsal) ერთად ასპარეზობს.

ქართულმა გუნდმა სადებიუტო მატჩში, მინი-ტურნირის მასპინძელი მოლდოვას ჩემპიონი  „კლიკ კიშინაუსი" 2-0 დაამარცხა. ქართული გუნდიდან სეზონის პირველი გოლი რონინიომ გაიტანა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, რონიმ ანგარიში 25'23'' გაიტანა. შეხვედრის მიწურულს, ორამდე ანგარიში 38'05'' წუთზე, ვახტანგ კეკელიამ გაზარდა.


„სპარინგები, რომ არ გვქონდა და შედარებით გვიან დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი, ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდა. პლიუს მაგას, თოფურიას ტრავმა ჰქონდა და საერთოდ, ვერ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის ამ თამაშებში მონაწილეობას. ისედაც, ტურნირზე ვიყავით 9 ფეხბურთელით წასულები და დავრჩით რვით. აქედან გამოდინარე, კარგია რომ მოვიგეთ და სასტარტო თამაშში აღებული პირველი სამი ქულა, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გამარჯვება კარგი იყო, იმის გამოც, რომ ხასიათი გამოგვიკეთდა. ფსიქოლოგიურად, მოგებულზე ისეთი დაღლილიც არ ხარ, როგორც წაგებულზე. ასე, რომ ხვალ არის ფინალის ფინალი ბოსნიურ კლუბთან, რომელთან მოგების შემთხვევაში, ყველა ვარიანტში პირველ ადგილზე გავდივართ. რაც შეიძლება ძალიან მალე უნდა აღვიდგინოთ ძლები. საკმაოდ ცუდი გრაფიკი დაგვემთხვა, რადგან დღეს, საღამოს იყო თამაში და ხვალ, პირიქით, ადრე გვაქვს. დღევანდელი თამაშის შემდეგ კი, ბიჭებთან მხოლოდ მადლობა მეთქმის, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ 11 ივნისის მერე თამაში არ გვქონია, მათ მოახერხეს, ამ მოკლე პერიოდში მომზადება", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


საქართველოს ჩემპიონმა 2024-2025 წლების სეზონი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: #13 თორნიკე ბუკია (GK); #8 ვახტანგ კეკელია, #9 ირაკლი თოდუა (C), #27 იტალო,  #77 რონინიო. „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს"-ის სათადარიგო სკამი: #1 ბექა ტყემალაძე (GK), #7 შოთა თოფურია, #10 ვახტანგ ჯვარაშილი, #11 დავით ხეჩიკაშვილი, #20 ლაშა კურტანიძე, #21 ნიკოლოზ გაბრიჩიძე


G ჯგუფი, მორიგ შეხვედას, „ნი ვიჟენ ჯორჯიანსი" ხვალ, 22 აგვისტოს, თბილისის დროით 16:30 გამართავს „შიროკი ბრიჟეგ"-ის წინააღმდეგ.  დღეს, ბოსნიურმა კლუბმა, 3-0 დაამარცხა ისრაელის ჩემპიონი.


ჯგუფის ბოლო შეხვედრა, ავთანდილ ასათიანის კლუბს 24 აგვისტოს აქვს „მაქაბი ნეტანია"-ს წინააღმდეგ. ეს თამაშიც თბილისის დროით 16:30 საათზეა ჩანიშნული.


ფოტო: © fmf.md