საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე ადგილით დაასრულა
საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე ადგილით დაასრულა
18.08.2024
ავტორი: TSFF.Ge

კოსოვოში დასრულებულ 18 წლამდე (M18 Championship ) ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დღეს, საქართველოს ნაკრები ფინალში, ტურნირის მასპინძელ, კოსოვოს დაუპირისპირდა და 22-30 წააგო.

პირველ ტაიმში, რომელის საბოლოოდ კოსოვომ 4 ბურთით, 16-12 მოიგო, ჩვენს გუნდს მეკარესთან, თორნიკე გაგუასთან ერთდ, ერთ-ერთი ლიდერი, დავით გრიშიკაშვილი გამოაკლდა, რომელიც კოსოვოელთან შეჯახებისას დაზიანდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. კოსოვომ ტაიმი 12- 16 მოიგო და მეორე ნახევარში სხვაობა 8 ბურთამდე გაზარდა.


დღევანდელ შეხვედრაში ქართული გუნდიდან 5 გატანილი გოლით, საუკეთესო ვახტანგ ხარებაშვილი იყო. ტურნირის საუკეთესო შვიდეულში კი, ქართული გუნდიდან სამი მოთამაშე,  ალექსანდრე შიოშვილი, დავით გრიშიკაშვილი და დავით ხელისუფალი მოხვდა.


დღევანდელ შეხვედრაში, ქართული გუნდის სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: ვ. ხარებაშვილი (5 გოლი), ს. ფუტკარაძე (5), ნ. მამულაშვილი (4), ა. შიოშვილი (3), დ. ხელისუფალი (2), გ. მაზანიშვილი (1), ს. ბუიღლიშვილი (1), გ. კაპანაძე (1), ს. შუბაშიშვილი, გ. ბერიძე, ნ. ბოჟაძე, ა. ბოჟაძე, ნ. ნარიმანიძე, დ. გრიშიკაშვილი; ი. გურული 41 დარტყმა/11 მოგერიება/ 26.83%,  თ. გაგუა



ფოტო:  © Kosovo Handball Federation