საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ფინალშია
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ფინალშია
17.08.2024
ავტორი: TSFF.Ge

კოსოვოში მიმდინარე ხელბურთში ვაჟთა შორის 18-წლამდე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (M18 Championship) საქართველოს ნაკრები ფინალში იასპარეზებს. საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ 1/2 ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა ბელგიის ნაკრები ერთი ბურთით 48-47 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ფინალში ლუქსემბურგი-კოსოვოს მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დღეს, ყველაზე შედეგიანი დავით გრიშიკაშვილი იყო, რომელმაც 14 გოლის გატანა მოახერხა. გამორჩეული მატჩი ჰქონდათ დავით ხელისუფალსაც.


შეხვედრის პირველი ტაიმი ბელგიამ 20-19 მოიგო, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და საბოლოოდ მატჩის ძირითადი დრო 42-42 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია (შვიდმეტრიანი ტყორცნები), სადაც საქართველოს ნაკრების მეკარემ, ირაკლი გურულმა, ბელგიელთა 8 დარტყმიდან 3 მოიგერია, საპასუხოდ კი, ჩვენმა გუნდმა 6-ჯერ გაიტანეს.  


დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი გუნდის სტატისტიკა ასეთი იყო: დ. გრიშიკაშვილი (14 გოლი), დ. ხელისუფალი (7), ვ. ხარებაშვილი (6), გ. კაპანაძე (6), ს. ფუტკარაძე (4), ა. შიოშვილი (4), ს. ბუიღლიშვილი (3), ნ. მამულაშვილი (2), გ. ბერიძე (1), ნ. ნარიმანიძე (1), გ. მაზანიშვილი, ს. შუბაშიშვილი, ნ. ბოჟაძე, ა. ბოჟაძე; ი. გურული 56 დარტყმა/11 მოგერიება/ 19.64%, თ. გაგუა 4 დარტყმა/2 მოგერიება/ 50.00%

 

ფოტო: ©  Kosovo Handball Federation