10-11 აგვისტოს სკოპიეში 2024 წლის ევროპის ახალგაზრდული თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც EJU-ს (ევროპის ჯუდოს კავშირის) შეფასებით, ყველაზე წარმოსადეგი გუნდი ქართული იყო 23 მოპოვებული მედლით. მასზე 6 მედლით ნაკლები სერბეთმა მოიგო, მესამე ადგილზე კი ხორვატია გავიდა 8 მოგებული მედლით.
სკოპიეში მოგებულ მედლებს შრის 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალია. მათი მფლობელები კი, წონითი კატეგორიის მიხედვით გახდნენ:
ოქროს მედლები:
-73 კგ გიორგი ლოლაძე
-100 კგ გაგა გაგაძე
+100 კგ საბა ქარდავა
ვერცხლის მედალოსნები:
-48 კგ ჯულიეტა როდონაია
-66 კგ თენგიზ ხიდაშელი
-81 კგ ლუკა ჯავახიშვილი
-90 კგ თამაზ კობერიძე
ბრინჯაოს მედლები მოიგეს:
-57 კგ ნინო ლოლაძე
-78 კგ ლიზი ქვარცხავა
-60 კგ დავით კევლიშვილი და ლუკა მოდებაძე
-66 კგ თორნიკე მოსიაშვილი
-81 კგ ალექსანდრე ლოლაძე
-100 კგ ლუკა ექვთიმიშვილი
+100 კგ შოთიკო გოჩიაშვილი
ბუნებრივია, მსგავს ტურნირებზე ვაჟი მონაწილეების რაოდენობა არ გვიკვირს. სწორედ, აქედან გამომდინარე საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ სკოპიეში დასრულებულ ტურნირში ქართველი ჯუდოკა გოგონებმა, ორი წონითი კატეგორიის (-52კგ და -70კგ), ძალები ხუთ წონით კატეგორიაში სცადეს.
იხილეთ შეჯიბრის შედეგების სრული ოქმი
შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ევროპის 2024 წლის თასის მონაწილე ჯუდოკებმა საერთაშორისო საწვრთნელ ბანაკში გადაინაცვლეს, რომელიც აღნიშნული ტურნირის ტრადიციული „გაგრძელებაა".
ფოტო: © Bojan Ilieski / EJU