კოსოვოში მიმდინარე ვაჟთა შორის 18 წლამდე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (M18 Championship) დღეს, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფის მეორე, დასკვნითი შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, სამი ბურთით, 36-33 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა მოახერხა ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება, პირველ ტურში მოგებული შეხვედრის ხარჯზე და 1/2 ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
დღევანდელ შეხვედრაში, ქართული გუნდიდან ყველაზე მეტი 12 გოლი დავით გრიშიკაშვილმა გაიტანა. ჩვენი გუნდის სტატისტიკური მონაცემები კი, ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, ასე გამოიყურება:
დ. გრიშიკაშვილი (12 გოლი), დ. ხელისუფალი (5), ნ. მამულაშვილი (3), ა. შიოშვილი 3, ს. ბუიღლიშვილი (3), გ. კაპანაძე (3), ვ. ხარებაშვილი (2), გ. ბერიძე (1), ს. ფუტკარაძე (1), გ. მაზანიშვილი, ს. შუბაშიშვილი, ნ. ბოჟაძე, ა. ბოჟაძე, ნ. ნარიმანიძე; თ. გაგუა 45 დარტყმა/12 მოგერიება/ 26.67%; ი. გურული 4 დარტყმა/1 მოგერიება/ 25.00%
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1/2 ფინალურ შეხვედრას 17 აგვისტოს, თბილისის დროით, 18:!5 წუთზე გამართავს და A ჯგუფის გამარჯვებულ, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში, ტურნირის მასპინძელი კოსოვოს ნაკრები, ლუქსემბურგს შეხვდება. ფინალური მატჩი კი, 18 აგვისტოს გაიმართება.
ფოტო: © Kosovo Handball Federation