დღეს, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 18-წლამდე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (M18 Championship) პირველი მატჩი გამართა და დიდი ბრიტანეთი სამბურთიანი სხვაობით, 39-36 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან საუკეთესოდ ალექსანდრე შიოშვილი დასახელდა, რომელმაც ტურნირის სადებიუტო მატჩში 12 გოლი გაიტანა.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენლებმა შემდეგი სტატისტიკა დააფიქსირეს - ა. შიოშვილი 12 (გოლი), გ. კაპანაძე (9), დ. ხელისუფალი (5), ვ. ხარებაშვილი (5), დ. გრიშიკაშვილი (4), ნ. მამულაშვილი (2), ს. ფუტკარაძე (1), ს. ბუიღლიშვილი (1), გ. მაზანიშვილი, ს. შუბაშიშვილი, გ. ბერიძე, ნ. ბოჟაძე, ა. ბოჟაძე, ნ. ნარიმანიძე; თ. გაგუა 41 დარტყმა/10 მოგერიება/ 24.39%, ი. გურული 5 დარტყმა/0 მოგერიება
ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო მატჩს 15 აგვისტოს ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. ქართული გუნდი B ჯგუფში დიდი ბრიტანეთის და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს და შესაბამისად, სწორედ, 15 აგვისტოს დაპირისპირებაში გაირკვევა B ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობაც.
გამარჯვების და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 17 აგვისტოს A ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება. ამ ჯგუფში კი, აზერბაიჯანის, ბელგიიის, ბულგარეთისა და ტურნირის მასპინძელი კოსოვოს ნაკრებები ასპარეზობენ.
ტურნირი, რომელშიც 7 გუნდი მონაწილეობს 18 აგვისტოს, ფინალური მატჩით დასრულდება.
აქვე გაგაცნობთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას:#1 ირაკლი გურული („პეგასი", თბილისი), #2 გიორგი მაზანიშვილი („ქარიშხალა", თბილისი), #3 საბა შუბაშიშვილი („ქარიშხალა", თბილისი), #4 გიგა ბერიძე (ბსბ, ბათუმი), #7 ნიკოლოზ ბოჟაძე („პეგასი", თბილისი), #8 ალექსანდრე ბოჟაძე („პეგასი", თბილისი), #10 დავით ხელისუფალი („სამტრედია"), #11 ვახტანგ ხარებაშვილი („ყვარელი"), #16 ნიკოლოზ მამულაშვილი („ქარიშხალა", თბილისი), #20 საბა ფუტკარაძე (ბსბ, ბათუმი), #22 თორნიკე გაგუა („სამტრედია"), #27 ალექსანდრე შიოშვილი („პეგასი", თბილისი), #28 საბა ბუიღლიშვილი („ქარიშხალა", თბილისი), #30 გიორგი კაპანაძე („პეგასი", თბილისი), #33 ნიკოლოზ ნარიმანიძე („პეგასი", თბილისი), #71 დავით გრიშიკაშვილი („პეგასი", თბილისი)
ფოტო: © Kosovo Handball Federation