15 აგვისტოს, თბილისის „იბერია 1999", უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას სტამბოლში, ბაშაქშეჰირის კომპაკტურად დასახლებულ უბანში, ამავე სახელობის კლუბთან, „ფათიჰ თერიმის" ლამაზ და თანამედროვე საფეხბურთო სტადიონზე გამართავს, რომლის ტევადობაც 17156 გულშემატკივარზე გათვლილი. სტადიონი 2011 წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში და მისი მშენებლობა 13 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ისე, არქიტექტურული სტატისტიკისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან ტრადიციულად, საერთაშორისო თამაშებზე ეს სტადიონი ივსება და საკუთარ კლუბს მთელი თამაში ქომაგობს.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხზე, „იბერია 1999"-სა და „ბაშაქშეჰირის" შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. არადა, რა დასამალია და თამაში ფრე იყო და კიდევ, ალბათ გაშვებულ გოლამდე, თბილისელებს, რომ აშკარა საგოლე მომენტები გამოეყენებინათ, იქნებ, საპასუხო მატჩს წინ სხვა შედეგიც ყოფილიყო. თუმცა, „იქნებ" არ ითვლება და ახლა ეს რეალობა გვაქვს, რომელსაც ქართული კლუბიდან საბა მამაცაშვილის წასვლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ერთი მეორეს მიყოლებით, ჯერ „იბერია 1999"-მა და შემდეგ, შვედურმა „სირისუმაც" დაადასტურა.
იმედია, თურქეთში, ქართული კლუბის ადმინისტრაცია, ყველა იბერიელს იმ სათამაშო ნომრიან ფორმას დაახვედრებს, რომლებითაც ფეხბურთელები უეფა-ს განაცხადში იქნებიან რეგისტრირებულები. შეგახსენებთ, რომ ამ მიზეზით, თბილისში შეცვლაზე თორნიკე ახვლედიანი ვერ შევიდა.
8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე, ქართულმა კლუბმა ქუთაისში, „ტორპედოსთან" დაგეგმილი შეხვედრა გადადო. ამის საპირწონედ, თურქულმა „ბაშაქშეჰირმა" ქვეყნის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი რიზეში, „ჩაიქურ რიზესფორთან" ფრედ 1-1 უთამაშა. თურქთაგან გოლი ჟოაო ფიგუეირედმა გაიტანა.
სწორედ, ამ თამაშის შემდეგ დაიწყო გუნდმა, ქართულ გუნდთან შეხვედრისთვის მზადება, ამასთან, სათამაშო ტონუსიც შეინარჩუნა მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში დაბრუნება ქართულ კლუბთან შედარებით, სულ დღენახევრით ადრე მოუხდა და დღეს 13 აგვისტოს, როგორც „ბაშაქშეჰირის" საკლუბო ვებ-გვერდის ინფორმაციიდან ჩანს, სრულფასოვანი ვარჯიშიც გამართა.
სტატიაში გამოყენებულია „ბაშაქშეჰირის" ფოტო