ხვალ, 15 აგვისტოს 12:00 საათიდან საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებების თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება. 27000-იან სტადიონზე მატჩზე მოსახვედრი ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარია. სწორედ, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, სფფ-ს ოფიციალური სანაკრებო გვერდები იტყობინება, რომ თითოეულ მომხმარებელს მინიმუმ 2 ბილეთის შეძენა შეუძლია. ადრე, „დინამო არენაზე" მსურველს მინიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლო.
ამავე გვერდების ინფორმაციაზე დაყრდნობით, მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. ეს იქნება, უეფა-ს ერთა ლიგის ახალი სეზონის B დივიზიონის პირველი, გახსნითი შეხვედრა, რომლის შემდეგაც ჩვენი ნაკრები ტირანაში გაემგზავრება და იქ, ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მაშ ასე, არ გამოგრჩეთ, საქართველო - ჩეხეთის მატჩზე, ბილეთების გაყიდვა, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.