ქართულმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდი მედლით დაასრულა ასპარეზობა. ჩვენი გუნდი ყულაბაში ბოლო მეშვიდე და ვერცხლის მედალი, თავისუფალის სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ჩადო. 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი, ფინალში, ასპარეზობის პირველ დღეს საუკეთესო ჭიდაობის ხარჯზე მოხვდა და შესაძლოა ბევრის და მათ შორის ჩვენი მოლოდინიც ოქროს მედალი იყო. თუმცა, ფინალში ქართველი ფალავანი ბაჰრეინის წარმომადგენელთან, ახმედ ტაჟუდინოვთან, შეხვედრის დაწყებიდან ძლიან მალევე დამარცხდა და მხოლოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას, რომელიც სპორტის 9 სახეობაში 28 წარმომადგენლით ასპარეზობდა, საბოლოოდ, შვიდი მედალი მოიპოვა. პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშილი (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა). ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე (ორივე ძიუდო) და გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), კიდევ ერთ ბრინჯაოს მედალი კი, ლაშა გურულის (კრივი) ანგარიშზეა.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი / სეოკ-ი