6 აგვისტოს, სასტუმრო ჰილტონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივანი, ზურა გელაშვილი ესწრებოდნენ.
ტრადიციულ, სეზონისწინა შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, ფუტსალის ლიგის გათამაშების 2024/25 წლის სეზონის ფორმატის შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრეს.
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 3 ოქტომბერს დაიწყება. ფუტსალის მთავარ ლიგაში კვლავ 8 გუნდი იასპარეზებს. მათ შორის ორი დებიუტანტია - "დინამო თბილისი" და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი.
2025 წლიდან ფუტსალის კლუბებს შორის სეზონის დასრულების შემდეგ სუპერთასი გათამაშდება. შეხვედრაში ერთმანეთს ფუტსალის ლიგისა და თასის გამარჯვებული კლუბები დაუპირისპირდებიან.