პირველი რაუნდის შემდეგ, „იბერია 1999“ 0-1-ს აგებს
პირველი რაუნდის შემდეგ, „იბერია 1999“ 0-1-ს აგებს
08.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „იბერია 1999"-მა, სტამბოლის „ბაშაქშეჰირს" უმასპინძლა. ორივე გუნდი უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. ქართულმა გუნდმა, ალბანური „პარტიზანი" სახლში 2-0 დაამარცხა, გასვლაზე კი, ფრედ 0-0. დღევანდელმა სტუმრებმა კი, სანმარინოს წარმომადგენელი ორი შეხვედრის ჯამში 10-1 დაამარცხეს და მიუხედავად ამისა, სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი, საკუთარი მოთამაშეებისგან თურმე უფრო მეტს ელოდა.


უკვე თამაშის დასრულების შემდეგ, ჩადაშ ათანი იტყვის, რომ საბურთალომ მის მოლოდინებს გადააჭარბა და შესაბამისად, საპასუხო მატჩში, ალბათ, უფრო სხვა დეტალებზე მოუხდება კონცენტრირება, რომელზეც შესაძლოა პირველი მატჩისთვის ყურადღება არ გაუმახვილებია.


„იბერია" ისეთი გუნდი დაგვხდა, როგორსაც მოელოდით თუ არა? ალბათ, უფრო მოტივირებული, კონცენტრირებული და უფრო კომპაქტური აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა, ასე შემიძლია თქმა. მათ მოახერხეს ჩვენთვის ზონები კარგად ჩაეკეტათ და ამან დიდი პრობლემები შეგვიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ გამოიყენეს გოლის გატანის შანსები, სატურნირო ცხრილში, სადაც მესამე საფეხურზე არიან, საკმაოდ შთამბეჭდავად გამიყურება გუნდის მიერ გატანილი გოლები", - ამბობს ათანი.


ბუნებრივია, ქართულ მედიას, ძლიან უნდოდა მოესმინა მატჩს ლევან კორღალიძისეული შეფასება, თუმცა, ქართული განდის მთავარი მწვრთნელი, მედიასთან შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მიზეზად პრეს-სამსახურმა მისი შეუძლოდ ყოფნა დაასახელა. მის ნაცვლად, პროტოკოლით გათვალისწინებულ მატჩს შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, თანაშემწე ნიკა გუშარაშვილი და გარემარბი იური ტაბატაძე გამოვიდნენ. თუმცა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით.




თამაში, პრინციპში, როგორც ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელებისგან მატჩის წინა დღეს დაანონსდა იმ სცენარით წარიმართა - თურქებმა მოახერხებს პირველივე წუთებიდან ბურთს დაუფლებოდნენ და შემდეგ, მთელი თამაში გააკონტროლეს. ამის საპირწონედ, კორღალიძის გუნდი, მწარედ იკბინებოდა და თან, მაქსიმალურად ახერხებდა მოწინააღმდეგის სივრცეები შეეზღუდა.


„ჩემი აზრით საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა. იბერია ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე, ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა. როგორც ვგეგმავდით თამაში კარგად დავიწყეთ და ბურთის ფლობა მოვახერხეთ. ცოტა გაგვიჭირდა მოწინააღმდეგის გრძელი გადაცემების გაკონტროლება. საბოლოოდ, ორივე ტაიმში უფრო მეტი მომენტი შევქმენით, თუმცა, „იბერია" მარტივად დასამარცხებელი გუნდი არ აღმოჩნდა. ჩვენ დღეს ანგარიშით კმაყოფილი ვართ, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე ამას ვერ ვიტყვი, რამდენიმე მოთამაშის გამოკლებით. უნდა აღვნიშნოთ დევისონის კარგი თამაში, რომელმაც ბოლო წუთებზე მოახერხა გოლის  გატანა და ჩვენ 0-1 გავიმარჯვეთ. ჩვენთვის ეს გამარჯვება იმიტომ იყო მნიშნელოვანი, რომ „იბერიასთან" საპასუხო მატჩის წინ, ანგარიში 0-0 რომ ყოფილიყო, ცოტა უფრო დაძაბული იქნებოდა და მოგვიწევდა დაცვის ხაზის გაძლიერება სტამბოლში გასამართი მატჩში, მაგრამ ახლა, ცოტა უფრო მშვიდად შეგვეძლება თამაში", - ამბობს ათნი.




ჰქონდა თუ არა, „იბერია 1999"-ს საგოლე მომენტები და შანსები? ბუნებრივია ჰქონდა, თუმცა, თუ რიგ შემთხვევებში, თურქთა მეკარემ მუჰამედ შენგეზერმა უბრალოდ აშკარა გოლებისგან იხსნა საკუთარი გუნდი, ორ შემთხვევაში, იბერიელმა სილამ 100%-იანი შანსი „გამაზა". ზუსტად ამის შემდეგ, შეხვედრის 87-ე წუთზე კი, თავად გაუშვეს გოლი. სტუმრებმა საჭირო გამარჯვება დევისონის გოლით გაინაღდეს, რომელმაც სხვათა შორის, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდშიც გაიტანა.


„მთავარი პრობლემა მომენტების რეალიზებაა და შევეცდებით, საპასუხო შეხვედრაში ეს გამოვასწოროთ... ბუნებრივია, ჩვენ ვიცით, რა ვითარება დაგვხდება სტამბოლში და ამისთვის წინასწარ მზად ვართ", - ამბობს ნიკა გუშარაშვილი.


დღეს, ცოტა გვიჭირს ავხსნათ, რისი ბრალია, მაგრამ „იბერია 1999"-მა ვერ მოახერხა შესაცვლელად გამზადებული, კლუბის დებიუტანტის თორნიკე ახვლედიანის მინდორზე შეყვანა - „ახვლედა" მეოთხე მსაჯმა, პირდაპირ მინდვრის ხაზიდან გააბრუნდა სათადარიგოთა სკამზე. მიზეზში, მოგვიანებით, უკვე თამაშის შემდეგ გავერკვიეთ - ფეხბურთელი მატჩის განაცხადში, 27 ნომრით იყო შეყვანილი, რეალურად კი მას 29 ნომრიანი ფორმა ეცვა. არადა, ახვლედიანი ის ფეხბურთელი იქნებოდა „იბერიისთვის", რომელსაც უყვარს გოლების გატანა და რომელიც, დიდი ალბათობით, თურქებს ყველაზე ნაკლებად ეყოლებოდათ შესწავლილი.




„მატჩი, იმ ფორმატით წავიდა, როგორც ველოდით, მაგრამ საბოლოოდ იმ მიზანს ვერ მივაღწიეთ, რაც გვინდოდა. ვედებით, რომ ეს ყველაფერი შემდეგ თამაშში გამოვასწოროთ და საჩვენოდ დამთავრდეს ყველაფერი", - ამბობს იური ტაბატაძე.


მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, შეხვედრის შოტლანდიელმა მსაჯმა დევიდ დიკინსონმა 6 ყვითელი ბარათი უჩვენა, თამაში არ იყო უხეში. მატჩის შემდეგ, ქართველები ხაზს გაუსვამენ, რომ დასანანი გოლი გაუშვეს, უფრო მოდუნდნე, რადგან მოგებისკენ გადავიხარეთო, დანარჩენი კი, რაც დავგეგმეთ, ყველაფერი კარგად გამოვიდაო.


თამაშის შემდეგ, მედიასთან გამოსულმა ქართული გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დღეს, საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან ჰქონდათ საქმე, თუმცა, საბოლოო გამარჯვებული ის არის, ვინც ორ რაუნდში გაიმარჯვებსო. შესაბამისად, პირობაც დადეს, რომ საპასუხო მატჩში, რომელიც სტამბოლში, ბაშაქშეჰირში, 15 აგვისტოს გაიმართება, „საქმე" ქართული გუნდისთვის სასიკეთოდ დაასრულონ.


ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებდა, „ბაშაქშეჰირის" მთავარი მწვრთნელის მოლოდინიც გაგვეგო მომავალი თამაშის წინ, რაზეც ათანმა ასე გვიპასუხა: „ახლა, ორშაბათის მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც უკვე ჩანიშნულია და ამის შემდეგ, უკვე ხუთშაბათის მატჩზე გადავერთვებით. აქვე, ვსარგებლობ შემთხვებით და დღევანდელ საინტერესო თამაშს ვულოცავ ჩემს გუნდსა და „იბერიას" მოთამაშეებს".




საქმე ისაა, რომ 12 აგვისტოს „ბაშაქშეჰირს" თურქეთის სუპერლიგის ახალ სეზონს იწყებს და 2024-2025 წლების სეზონის პირველ მატჩს, გასვლაზე, „რიზესფორის" წინააღმდეგ გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩამდე, მხოლოდ ორი დღე რჩება, „ბაშაქშეირი" თამაშის გადადების მოთხოვნით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას არც კი აწუხებს. ეს ისე,  უბრალოდ, ინფორმაციად.



მატჩის სრული ფოტო -ალბომი / სტატია რედაქტირებულია 17:15 საათზე, 09.08.2024