ლაშა ბექაურმა ოლიმპიური მედლები მესხზე წარადგინა
ლაშა ბექაურმა ოლიმპიური მედლები მესხზე წარადგინა
08.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ალბათ, ცოტა მეტს თუ მოვინდომებთ, მეტს ვუქომაგებთ, მეტ სტიმულს მივცემთ, პასუხიც არ დააყოვნებს. ალბათ, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ჯუდოკას, შეეძლო ზედიზედ, ორ ოლიმპიადაზე მოპოვებული ჯილდოები ამავე სტადიონზე, თუნდაც 7 სექტემბრამდე (ამ დღეს 2024 წლის კიდევ ერთი ტრიუმფატორი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს) არ გამოემზეურებინა, თუმცა, 24 წლის ალალმა და შრომისმოყვარე ლაშა ბექაურმა, ორი ოლიმპიური იქრო, დღეს, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე 15 წუთით ადრე წარადგინა.

„მოგესალმებით ყველას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა. მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარხართ და მადლობა ყველაფრისთვის. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, ისეთი დღეა ჩვენთვის, რომ ჩვენი გმირი წინაპრები ჩვენთან არიან და მინდა ჩენს ბიჭებს ჰქონდეთ ეს მოტივაცია. მინდა, წარმატება ვუსურვო. საქართველოს გაუმარჯოს! მიყვარხართ ყველა", - ასე მიმართა ლაშამ სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს.



ლაშა, გულშემატკივართან შესახვედრად, თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე მოვიდა და მათთან შეხვედრას სულმოუთქმელად ელოდა. პირადად ჩვენ, გული დაგვწყდა, რომ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ამის გაკეთება, თითქმის ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწია, რომლებიც მოგვიანებით სრულად არა, თუმცა, გვარიანად შეივსო...


სხვათა შორის, ჩვენ გული დაგვწყდა იმის გამოც, რომ სამახსოვრო მაისურზე, რომელიც ბექაურს „იბერია 1999"-მა საჩუქრად გადასცდა, იყო წარწერით #20 კაპანაძე.


და რადგან, ოლიმპიურ ჩემპიონსა და პრიზიორებზეა საუბარი, იმედს, ვიტოვებთ, რომ მათ სათანადოდ ძალიან ახლო მომავალში, ერთ თვეში, ამავე სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უმასპინძლებს.