1 სექტემბრიდან დაიწყებს შეკრებას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. რამაზ სვანაძის გუნდი, 21-წლამდეთა ევრო 2025-ის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი ოთხი თამაშიდან ორს „სახლში" გამართავს.
დღეს, სფფ-ს სანაკრებო გვერდზე გავრცელებული ცნობია თანახმად, ქართველი 21-წლადები 5 სექტემბერი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე მოლდოვას დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა კიშინიოვში, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.
კიდევ ერთ შეხვედრას, ქართველი ახალგაზრდები, უკვე ქუთაისში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. აქაც გეტყვით, რომ ამ წყვილის პირველი შეხვედრა, ასევე 0-1 და ასევე ქართული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რომელიც ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში, 13 ქულით, მე-2 ადგილზეა, შესარჩევი ეტაპის კიდევ ორ შეხვედრას, 9 სექტემბერს სტუმრად ნიდერლანდებში და 10 ოქტომბერს, ასევე გასვლაზე, შვედეთს დაუპირისპირდებიან. რეალურად, მეორე ადგილზე გასასვლელად, რაც მინიმუმ ფლეი-ოფში თამაშის საშუალებას გვაძლევს, სვანაძის გუნდის უშუალო კონკურენტი, შვედეთის ნაკრები, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრებს 3 ქულით ჩამორჩება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კი ბათუმში, ფრედ, 0-0 დასრულდა.