რთული გასული წლის შემდეგ, თბილისის „საბურთალოს" ხვალინდელი მეტოქე, სტამბოლის „ბაშაქშეჰირი" 8 აგვისტოს, თბილისში, შეეცდება საკუთრი თამაში მოახვიოს ქართულ გუნდს თავს და საპასუხო მატჩისთვის, რომელსაც ერთ კვირაში სახლში გამართავს, „ფორით" დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, გუნდის მთავარი მწვრთნელის ჩადაშ ათანის განცხადებით, თურქული კლუბი, ხვალ შეეცდება დომინანტი იყოს, ითამაშოს აგრესიული ფეხბურთი და უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის (შეგახსენებთ, „ბაშაქშეჰირმა" 10-1 გაიმარჯვა ორი შეხვედრის ჯამში) დროს დაშვებული ყველა შეცდომა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდშივე გამოასწოროს.
„გუნდში, ყველამ იცის, რომ საკმაო მნიშნელოვანი თამაში გველის ხვალ და ეს, იოლი მატჩი არ იქნება. რეალურად, ამ შეხვედრისთვის, 40 დღეზე მეტია ვემზადებით. ბუნებრივია, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც დავგეგმეთ, მიზანს მივაღწევთ. თუმცა, ეს ეტაპი გრძელდება ორი რაუნდისაგან და მომდევნო ეტაპზეც ჯამში გამარჯვებული გავა", - ამბობს ჩად ათანი.
თბილისში ჩამოსვლამდეც და დღესა, მიხეილ მესხზე გამართული პრეს-კონფერენციის დროს, თურქული კლუბის თავკაცმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ხელსაყრელი ტრანსფერებია, რომელსაც გზადაგზა ასრულებენ და სწორედ, ამ ტრანსფერების ხარჯზე, „ბაშაქშეჰირი" შეეცდება მალე, კლუბის ქომაგებისთვის სასურველ კონდიციამდე მივიდეს. თუმცა, მანამდე, ათანის გუნდს ხვალინდელი მატჩი ელის წინ.
„იბერიასთან" საინტერესო, სავარაუდოდ, რთული და დაძაბული მატჩი გველის. კარგია, რომ ამ გუნდთან ვთამაშობთ, რადგან ვიცი, როგორ თამაშობენ. შესაბამისად ჩენი გუნდი მაქსიმალურად მზადყოფნაშია და იმედი გვაქვს, სასურველი შედეგის მიღწევას მოვახერხებთ", - ამბობს დენიზ თურუჩი, კლუბის ნახევარმცველი.
თურქები არ უარყოფენ რომ, მათთან შედარებით, ქართულმა კლუბმა უფრო რთულად გადალახა წინა საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა, გუნდის მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ფიზიკურად კარგად მომზადებულ „იბერია 1999"-თანაც შეეცდებიან პირველ ნომრად ითამაშონ და რაც მთავარია, მიზანს მიაღწიონ.
„ჩვენი მეტოქის მიმართ უსაზღვრო პატივისცემას გამოვხატავთ. საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშით კმაყოფილი არ დავრჩით, მაგრამ ვფიქრობ, ახლა სხვა დონეს ვაჩვენებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა მთელი მატჩის განმავლობაში ბურთის ფლობა იქნება.
„იბერია 1999-ს" მატჩებს ვუყურეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. განსაკუთრებით გიორგი კოხრეიძე მომეწონა, ის ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. საერთო ჯამში, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ შესამჩნევი რბილი თამაშის სტილია, ისინი ძალიან აგრესიულ ფეხბურთს არ აჩვენებენ. რა თქმა უნდა, ფავორიტის სტატუსით გამოვალთ მოედანზე. ისევე, როგორც ყველა თურქული კლუბი, ყველა თამაშზე, ჩვენც საკუთრ თავს მივიჩნევთ, საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით ვიყოთ დომინანტები. შევეცდებით, თამაში თავიდანვე გავაკონტროლოთ", - ამბობს ჩადაშ ათანი.
პრესინგი, ფიზიკურობა, ბურთის ფლობა, გრძელი გადაცემები - თითქოს ჩვეული დეტალები, რომელიც ფეხბურთის თამაშს ახასიათებს, თუმცა სწორედ, ამ დეტალებზე ამახვილებდა დღეს ყურადღებას და ამ მოთხოვნებს დაუყენებს ამოცანად ხვალინდელ მატჩში, ათანი თავის ფეხბურთელებს.
ალბათ, ხვალინდელ შეხვედრაში, ქართულ გუნდს, განსაკუთრებით, სტუმართა პოლონელი ლეგიონერის კრშიტოფ პიატეკის გაკონტროლება მოუწევს, ორ შეხვედრაში, პოლონელმა 10-დან სამი გოლი გაიტანა. დიდი ალბათობით, გიორგი მაკარიძის კარს, სირთულეებს შეუქმნის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟოაო ფიგუიერედო, რომლის ანგარიშზეც, წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე დუბლია.
სხვათა შორის, დღეს, მასპინძელს სტადიონზე სადაც ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა გუნდური ფოტოც გადაიღეს, წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გაიმართა. სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც საკუთარი კლუბისთვის საინტერესო ტრანსფერებს ეძებს და რეალურად, ბოლო დღეებში, თურქულ მედიასთან შეხვედრებისას ქრონიკულად ტრანსფერებზე ლაპარაკობს, ქართულ მედიასთან ევრო 2024-ზე და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.
"საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად შევაფასებ. ვფიქრობ, თქვენი ნაკრები ყველაზე ორგანიზებული გუნდია, რომელმაც ამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებულად კარგად ოთარ კიტეიშვილს დავახასიათებ, რომელიც ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია. ვფიქრობ, თურქულმა გუნდებმა ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს ყურადღება უნდა მიაქციონ", - ამბობს ჩადაშ ათანი
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 20:00 თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "იბერია 1999", სტამბოლის "ბაშაქშეჰირს" უმასპინძლებს.
#ევროტურნირები
ფოტო: (c) Artur Stabulnieks & TSFF.ge