პარიზში მყოფმა ქართველმა ოლიმპიელებმა ერთი დღე „ამოისუნთქეს" და დღეიდან კვლავ გააგრძელეს პარიზული მარათონი. ჩვენი ქვეყნის ათლეტებიდან პირველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი ჩაერთო.
1/16 ფინალში 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორის მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეშ, ბელორუსიის (დაღესტნელი) წარმომადგენელი აბუბაქარ ხასლახანოუ იყო, რომელთანაც ჩვენი სამწუხაროდ 9-1 დამარცხდა და თუმცა, ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად, ქართველს შანსი დარჩა - თუკი, ხასლახანაუ ფინალში გასვლას მოახერხებდა. დაღესტნელმა კი, 1/4 ფინალში ეგვიპტელ მოჭიდავესთან დამარცხდა. შესაბამისად, ქართველი პარიზის ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.
დღესვე, ამავე წონაში, სერბეთის სახელით მიხეილ ქაჯაიაც ასპარეზობდა, თუმცა, კობლიაშვილის მსგავსად ისიც 1/16 ფინალში დამარცხდა ეგვიპტელ გაბრისთან 6-1. იმ გაბრისთან, რომელმაც, უკვე 1/8 ფინალში 4-1 დაღესტნელი დაამარცხა.
იმ შემთხვევაში, თუკი გაბრი, ფინალში მოახერხებს გასვლას, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველს, ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან შეეძლება ასპარეზობის გაგრძელება. თუმცა, გაბრიმ, 1/2 ფინალი ირანელ მუჰამადჰადი ალი სარავისთან 6-0 წააგო და ჯაქაიაც, კობლიაშილის მსგავსად მედლისთვის ბრძოლას, საბოლოოდ გამოეთიშა.
და ბოლოს, აქვე შეგახსენებთ ხვალინდელი, 7 აგვისტოს განრიგს:
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
13:30 - რამაზ ზოიძე (67კგ), 1/8 ფინალი
13:30 - ლაშა გობაძე (87 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი - მეორე დღეს.
ხვალიდან ასპარეზობას დაიწყებენ ძალოსნებიც და ქართველთაგან ფიცარნაგზე პირველი 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძე გამოვა. ქართველი წონას, 17:00 საათიდან შეუტევს.