საქართველოს თასის მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ
საქართველოს თასის მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ
06.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ გვერდმა საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალური წყვილებისა და მატჩების გამართვის თარიღებზე ოფიციალური თარიღები დაასახელა. თავდაპირველად, გადადებული 1/8 ფინალის შესახებ, რომელიც ტყიბულის „მეშახტესა" და ბათუმის „დინამოს" შორის 14 აგვისტოს გაიმართება.

ამ წყვილში გამარჯვებული, უკვე 18 სექტემბერს თბილისში, „დინამო თბილისს" დაუპირისპირდება.


1/4 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„დინამო თბილისი" - „მეშახტე" / „დინამო" ბათუმი

„დინამო თბილისი 2" - „გაგრა"

„სპაერი" - „თელავი"

„გარეჯი" - „კოლხეთი 1913"


შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის თამაშები ერთ-რაუნდიანია და შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე წყვილში გამარჯვებული გუნდი გადის. აქვე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მატჩები დასრულდება ფრედ, ინიშნება დამატები 15-15 წუთიანი ტაიმები და ამის შემდეგაც, თუკი არ გაირკვა გამარჯვებული, ინიშნება პენალტების სერია.


და ბოლოს, ერთი საინტერესო დეტალი - მოგეხსენებთ, „დინამო თბილისი 2", რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს და 18 ტურის შემდეგ 33 ქულით მეორე ადგილზე, 2024-25 წლების საფეხბურთო (უეფა-ს კალენდარით) სეზონში, მონაწილეობს უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის წილისყრაც 3 სექტემბერს ჩატარდება. პირველი შეხვედრის გამართვა კი, ვალერი გაგუას გაწვრთნილ თბილისელებს სწორედ, 18 სექტემბერს უწევთ.