რამდენიმე დღეში, 8 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „იბერია 1999", უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მორიგ შეხვედრას გამართავს. ქართული გუნდი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „ბაშაქშეჰირს" დაუპირისპირდება. თურქულ კლუბს, რომელიც შესაძლოა, სხვა თანაქალაქელი, სტამბოლური გუნდების მსგავსად „ხმაურიანი" არ არის, თუმცა, მოახერხა და 2022-23 წლების სეზონში უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის 1/16 ფინალშიც ითამაშა და „გენტთან" დამარცხდა (1-4, 1-1). ამას გარდა, 2024-25 წლების სეზონი, თბილისური კლუბის მსგავსად სტამბოლელებმაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს და ორი შეხვედრის ჯამში, სან-მარინოს „ლა ფიორიტა" 10-1(6-1, 4-0) დაამარცხეს.
აღნიშნულ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მისი ფასი 5 ლარია. სამ წლამდე ბავშვები დასწრება თამაშზე უფასოა. „იბერია 1999"-ის ადმინისტრაცია მატჩზე დასწრების მსურველებს აფრთხილებს, რომ არასრულწლოვნები, 16 წლამდე ბავშვები, სტადიონზე დაიშვებიან ზრდასრულ მათზე პასუხისმგებელ თანმხლებთან ერთად. ამასთან, 12 წლამდე ასაკის პირები არ დაიშვებიან ვიპ ზონაში.
დიდი ალბათობით, თამაშზე ერთი განსაკუთრებული სტუმრის გამო, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩისგან განსხვავებით, 8 ოქტომბერს, სტადიონზე გულშემატკივარს, უფრო ადრეც მოუწევს მოსვლა და ვიდრე საფეხბურთო ბატალიებში ჩაერთვება, ამ სტუმართან კიდევ ერთხელ შეხვედრა. „იბერია 1999"-ს გადაწყვეტილებით, თამაშამდე, ქართველი გულშემატკივრის წინაშე, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლაშა ბექაური წარდგება. ჩემპიონთან შეხვედრის ოფიციალურ დროდ, ქართული საფეხბურთო კლუბი 19:45 წუთს ასახელებს - ეს არის დრო, როდესაც ე.წ. გახურების შემდეგ, გუნდები გასახდელებში შედიან. ვერაფერს იტყვი - „იბერია 1999"-მა აბსოლუტურად სწორი გათვლა, მათ შორის მარკეტინგულად, გააკეთა. არც ბილეთია ძვირი, აგვისტოს ცხელი დღეების ფონზე, აშკარად გესიამოვნებათ სტადიონის გარემო, დაესწრებით საფეხბურთო მატჩს და ცოცხლად ნახავთ „301-ე არაგველს" ლაშა ბექაურს.
სტატიაში გამოყენებულია ლაშა კუპრაშვილის ფოტო