უეფა-ს ევროტურნირებზე ქართული კლუბებიდან „იბერია 1999"-ღა შემორჩა. დღეს, ევროპა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული კლუბი, ქუთაისის „ტორპედო" და თბილისის „იბერია 1999" თამაშობდნენ.
ორი შეხვედრის და სამწუხაროდ, ორი მარცხის ჯამში, 2-5 ქუთაისის „ტორპედო" გათამაშებას გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ ქართულმა კლუბმა, პირველი შეხვედრა ომონიაში 3-1 წააგო. საპასუხო თამაშში, კი, მიუხედავად იმისა, რომ 25-ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ, მოახერხა გათანაბრება, მეტის გაკეთება ვერ მოახერხა. თამაშის მიწურულს კი, მეორე გოლი გაუშვა და საბოლოოდ წააგო, 1-2.
„იბერია 1999"-მა თბილისში, ანგარიშით 2-0 მოგებული თამაშს შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში, ელბასანში დაუპირისპირდა ალბანურ „პარტიზანს" და ფრედ, 0-0 ითამაშა. შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში, ქართულმა კლუბმა, ალბანური, ორბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქული „ბაშაქშეჰირი" იქნება. სტამბოლურმა კლუბმა, პირველ მატჩში, სან მარინოს „ლა ფიორიტა" 6-1, ხოლო საპასუხო შეხვედრაში გასვლაზე 0-4 იმარჯვა, ორი შეხვედრის ჯამში, 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი მიიღო.
„იბერია" პირველ შეხვედრას თბილისში, 8 აგვისტოს გამართავს. 15 აგვისტოს კი, სტამბოლში, „ბაშაქშეჰირ ფათიმ თერიმის" სახელობის სტადიონზე, რომელზეც რამდენიმე წლის წინ, ეროვნულმა ნაკრებმა სამხრეთ კორეიი ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, თბილისურ კლუბს უმასპინძლებს.