უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის „დინამომ", ვერ მოახერხა თავდაპირველად, ერთი კვირით ადრე ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე განცდილი მარცხისთვის (0-2) რევანშის აღება და შემდეგ, ამ წყვილში გამარჯვებული გამოსვლა. წაგებული პირველი შეხვედრის მიუხედავად, საპასუხო მატჩშიც ფავორიტებად ბათუმელები ითვლებოდნენ.
მონტენეგროს საკმაოდ უსახურ გუნდს, ბათუმელებმა 90 წუთს დამატებული 2 წუთი პირველ და 6-იც მეორე ტაიმზე მანძილზე, ვერ მოახერხეს „დაჩიჩის" ე.წ. დაცვის ხაზის გარღვევა და გოლების გატანა. რეალურად, დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქის კარს 14-ჯერ შეუტია, თუმცა, კარის ჩარჩოში სულ 3-ჯერ დაარტყა, საიდანაც ერთხელ ძელს გაარტყა.
ალბათ, მონტენეგროელთა გუნდი, ოდნავ „გონზე მოსული" რომ ყოფილიყო, მხოლოდ პირველ ტაიმში უნდა სამჯერ აეღო ბათუმელთა კარი, თუმცა, მათი თამაშს შემხედვარე, იფიქრებდი, რომ მასპინძლებმა, უბრალოდ, ფეხბურთის თამაში არ იცოდნენ...
მოკლედ, ასეა თუ ისე, პოდგორიცაში, მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, რომელსაც მასპინძელი ქვეყნის სტადიონებიდან უეფა-ს სტანდარტებთან მიახლოებული მინდვრის საფარი აღმოაჩნდა, ქართულმა გუნდმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა და ასპარეზობა გამოეთიშა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზეა გურამ კაშიასა და ვლადიმირ ვაისის „სლოვანი", რომელმაც სტუმრად, ფრედ, 1-1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მშობლიურ სტადიონზე 5-0 მოიგო და ორი მატჩის ჯამში 6-1 გაიმარჯვა. შეხვედრა სრულად ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ.
კიშინიოვში, ზიმბუს სტადიონზე, ლაშა დვალის კვიპროსულმა „აპოელმა" ფრედ, 1-1 ითამაშა მოლდოვურ „პეტროკუბთან". ორი შეხვედრის ჯამში კი, 1-2 გაიმარჯვა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, რომლის წილისყრაც 5 აგვისტოს, თამაშები კი, 6/7 და 13 აგვისტოს გაიმართება.
სკ ბათუმის „დინამოს" ფოტოები