დღეს პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების მორიგი კომპლექტები გათამაშდა, საიდანაც ქართულ გუნდს ალბათ, მინიმუმ ორი ჰქონდა დაგეგმილი და ორივე ძიუდოში.
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჯუდოკა, მათ შორის ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი, ყველასათვის მოულოდნელად, თამაშების მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელთან, ჟოან ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა. -73კგ წონით კატეგორიაში, ფრანგი შეიძლება არც ითვლებოდა ფავორიტად, მაგრამ გაბამ, შავთან ტაქტიკურად სწორად იჭიდავა და საბოლოოდ, დამატებით დროში, ფრანგის გამარჯვებით დასრულდა.
მსუბუქად და კარგად დაიწყო ასპარეზობა -57კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა. ქართველმა, პირველი წრიდან დაიწყო და ბრიტანეთის წარმომადგენელი ავასატე-იპონით ვადამდე ადრე დაამარცხა. უკვე მომდევნო დაპირისპირებაში, უზბეკ შუქურჯონ ამინოვას ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონს, რაფაელა სილვას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, გამოცდილმა ბრაზილიელმა, „ლიპოს" დამარცხება ავასატე-იპონით მოახერხა და ქართველო რეპეშაჟის ფინალის გზაზე დააყენა. ფინალურ ბლოკში, ლიპარტელიანის პირველი მოწინააღმდეგე, მონღოლი ენხრილენ ლხაგვატოგო იყო, რომელსაც ჩვენიანმა 33 წამში დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, ფრანგი, ლეონი სისიქე იყო. ფრანგმა, ქართველს ორთაბრძოლის დაწყებიდან მალევენ აუღო ვაზარი, რასაც ეთოს აქტიურობა და სისიქეს შიდო მოჰყვა, თუმცა, ფრანგმა ქართველის იპონით დამარცხება მოახერხა და ბრინჯაოს მედალი მოიგო. ჩვენ კი, მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მეორე მედალი გავუშით ხელიდან.
დღესვე, ასპარეზობა დაიწყო მოკრივე ლაშა გურულმა, რომელიც აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს დაუპირისპირდა. 63.5 კგ წონითი კატეგორიის 1/8-ფინალში, ქართველმა მოწინააღმდეგე 5-0 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იქნება. 1/4 ფინალურ შეხვედრას გურული პირველ აგვისტოს გამართავს.
ფოტო: EJU და სეოკ