მეორე „მშრალი“ დღე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე
მეორე „მშრალი“ დღე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე
28.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


პარიზული 28 ივლისი ქართველი ათლეტებისთვის კვლავ ხელმოცარული გამოდგა. მთავარი იმედგაცრუება კი, ძიუდოში, ისევ მედლის გარეშე დარჩენ იყო. ამჯერად, -66კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, მეორე წრიდან დაიწყო, თუმცა, მისთვის პირველივე შეხვედრაში, ფრანგ ვალიდ ხიარსთან ორი ვაზარით დამარცხდა. აღნიშნულ წონაში კი, ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი ჰიფუმი აბე გახდა.


ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოცურავეები, ე.წ. „უაილდ ქარდით"  მოხვდნენ. გუშინ, ქალთა შორის 15 წლის ანა ნიჟარაძემ იასპარეზა, 100 მეტრზე ბატერფლაის დისციპლინაში. დღეს კი, 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში საკვალიფიკაციო გაცურვაში მონაწილეობა 18 წლის ნოე ფანცხავამაც მიიღო. ქართველმა საკვალიფიკაციოში 46 მონაწილიდან 41-ე ადგილი (საბოლოო შედეგები) დაიკავა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. ქართველმა დისტანცია 56.46 წამში გაცურა და გამარჯვებულს, 3.68 -ით ჩამორჩა. აღნიშნულ დისციპლინაში, მსოფლიო რეკორდი, 51.60  წამი, 2022 წელს არის დამყარებული. ოლიმპიური რეკორდი კი, 51.85 წამია, რომელიც 2016 წელს რიო დე ჟანეიროს თამაშებზე იყო დამყარებული და ვერც ამ ჯერზე გაუმჯობესდა.


პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველივე ორთაბრძოლის შემდეგ დაასრულა ასპარეზობა ქართული გუნდის კიდევ ერთმა დებიუტანტმა ოლიმპიურ თამაშებზე. კრივში, 92 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ყუშიტაშვილი, 1/8 ფინალში, აზიის ჩემპიონს, ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში 2-3 (ორთაბრძოლის სტატისტიკა)  დამარცხდა და ოლიმპიადას დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ყუშიტაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.



ფოტო: (c) Sabau Gabriela - IJF / სეოკ-ი