საქართველოს დ. ყიფიანის თასის 7 მეოთხედფინალისტი ცნობილია
საქართველოს დ. ყიფიანის თასის 7 მეოთხედფინალისტი ცნობილია
28.07.2024
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალები 27 და 28 ივლისს გაიმართა. თუმცა, ჯერ მეოთხედფინალში მონაწილე მხოლოდ შვიდის გუნდის ვინაობაა ცნობილი. ტყიბულის „მეშახტისა" და ბათუმის „დინამოს" მატჩი, აჭარული გუნდის თხოვნით გადატანილია. მოგეხსენებათ, ბათუმელები, უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობენ და შესაბამისად, ე.წ. ჩემპიონის გზით, საპასუხო მატჩს გამართვა მონტენეგროს „დეჩიჩის"  წინააღმდეგ, 30 ივლისს უწევს. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი თამაში, სტუმართა გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.

რაც შეეხება საქართველოს თასის გათამაშებას როგორც გითხარით, ის ორ სათამაშო დღეზე იყო გადანაწილებული.


27 ივლისი

„ლოკომოტივი" - „თელავი" 0 - 0 (პენალტები 3-5)

„სამგურალი" - „გაგრა" 0 - 0 (პენალტები 7-8)

„გარეჯი" - „სამტრედია"  5 - 0


28 ივლისი

„იბერია 1999" - „დინამო თბილისი" 1 - 2

„რუსთავი" - „კოლხეთი 1913" 2 - 3

„დინამო თბილისი 2" - „ტორპედო" 4 - 0

„ლოკომოტივი 2" - „სპაერი" 0 - 1


აღნიშნულ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე დიდი მოულოდნელობა ეროვნული ლიგა ორის ორი წარმომადგენლის, „გარეჯისა" და „დინამო თბილისი 2"-ის გამარჯვება იყო ეროვნული ლიგის ორ კლუბზე, ქუთაისის „ტორპედოსა" და „სამტრედიაზე". შეგახსენებთ, რომ ტორპედოელებს რამდენიმე დღეში, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩი უწევთ კვიპროსულ „ომონიასთან" და მიუხედავად იმისა, რომ ქუთათურებმა პირველი შეხვედრა დათმეს (1-3), მათ ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი კიდევ აქვთ, მითუმეტეს, რომ თამაში მშობლიურ კედლებში მოუწევთ 31 ივლისს.


ამ დღესვე ითამაშებს თბილისის „იბერია 1999" ალბანურ „პარტიზანთან" გასვლაზე, Elbasan Arena-ზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ გუნდს, საშინაო შეხვედრა 2-0 აქვს მოგებული, მეტ-ნაკლებად უკეთეს ვითარებაშია, ვიდრე „ტორპედო" და ბათუმის „დინამო".


და ბოლოს, სოციალურ ქსელში გავრცელებული სჯა-ბაასის მოკლე რეპლიკა - ღმერთმა ქნას, რომელიმე ქართული გუნდი უეფა-ს ევროტურნირის ჯგუფში ჩაჯდეს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში და არანაირად ქართული ფეხბურთისთვის „კარგის სურვილით" ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი არ უნდა აირიოს!