შანსები არის, გოლები არა, სამაგიეროდ სტუმრებმა ოთხიდან ორი შანსი გოლად აქციეს
შანსები არის, გოლები არა, სამაგიეროდ სტუმრებმა ოთხიდან ორი შანსი გოლად აქციეს
24.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროტურნირების მორიგი კვირა ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის წარუმატებლად განახლდა. ამჯერად, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ", რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ, ჩემპიონთა გზით უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის გათამაშებაზე გადმოერთო, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა წააგო. არადა, ქართული კლუბი, მონტენეგროს ჩემპიონთან, „დეჩიჩთან", მშრალი ანგარიშით, 0-2 დამარცხდა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ წყვილში, ქართული გუნდი აპრიორში ფავორიტად ითვლებოდა და შესაძლოა, სწორედ ამ გარემოებამ ბათუმურ „დინამოს" დათური სამსახური გაუწია - სათანადოდ ვერ შეაფასა მეტოქე, რომელიც კარგი მონადირესავით, შესაბამისს მომენტს ელოდა, რომელიც სრულიად მოულოდნელად, ქართული გუნდის შეტევების ფონზე 62-ე წუთზე დადგა. გოლი, ილირ კამაიმ, რომელიც შეიძლება ითქვას იმ წუთის შემოსული იყო მოედანზე, სოლიდურად შორი მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა. ბათუმელები, ამ შოკიდან არ იყვნენ გამოსულები, როდესაც, მორიგი კონტრშეტევა, ამ ჯერზე, სტრიკოვიჩმა დაასრულა გოლით. რეალურად ამ გოლმა, ბათუმელები საბოლოოდ გატეხა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარულ გუნდს, საკმაოდ ჰქონდა დრო, რომ ერთი გოლი მაინც გაექვითა და საპასუხო თამაშისთვის, მცირედით საქმე გაეიოლებინა.


იხილეთ მატჩს სტატისტიკა


კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ მატჩი, ქართული გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, მხოლოდ, გოლამდე. მთელი მატჩის მანძილზე, ბათუმის „დინამოს" მეტოქის კარის მიმართულებით 14-ჯერ ჰქონდა დარტყმული, საიდანაც 5 კარის ჩარჩოში წავიდა, თუმცა, გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. ქართული გუნდიდან ყველაზე აშკარა მომენტები ონორე გომისს ჰქონდა. ამ ყველაფრის საპასუხოდ, სტუმრებმა მთელი თამაშის მანძილზე კარის მიმართულებით, ოთხჯერ დაარტყეს, აქედან ჩარჩოში, მხოლოდ 2-ჯერ!


საპასუხო მატჩი 30 ივნისს პოდგორიცაში გაიმართება. სტუმრად მოპოვებული „ფორა", მასპინძლებს, ძალზედ კომფორტულ ვითარებაში ამყოფებს. თუმცა, ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ საპასუხო შეხვედრამდე, ქართული გუნდი, რომელიც თამაშით დღეს აშკარად ჯობდა მეტოქეს, მოძებნის ძალებს და „ლუდოგორეცთან" საპასუხო მატჩის მსგავსად, საწყის წუთებშივე მოახერხებს, დღეს გაშვებული ორი გოლების გაბათილებას და შემდეგ უკვე მომდევნო ეტაპზე გასვლას.