ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში, „ქუთაისი 2010“-ის მეტოქეები და სავარაუდო ბადე ცნობილია
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში, „ქუთაისი 2010“-ის მეტოქეები და სავარაუდო ბადე ცნობილია
23.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უთწლიანი წყვეტის შემდეგ ზედიზედ მეორე სეზონია ქართული საკალათბურთო კლუბი ევროტურნირზე იასპარეზებს. თსუ-ს შემდეგ, რომელმაც 2023-2024 წლების სეზონზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო ურთიერთობა, თუმცა, პორტუგალიურ „ბენფიკასთან" დამარცხების შემდეგ, ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამჯერად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებიდან იწყებს ასპარეზობას ქუთაისის „მართვე 2010". საკვალიფიკაციო ტურნირი ანტალიაში გაიმართება და ქართველების ჯგუფში  სლოვაკური „ლევიცე", კოსოვოს „ტრეპცა" და კვიპროსული „რეპჩა კერავნოსი" არიან.

ტურნირის დებულების თანახმად, 1/4 ფინალებში „რეპცა"-„კერავნოსს", ხოლო „ქუთაისი" - „პატრიოტ ლევიცეს" დაუპირისპირდება.  ამ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში, პირველ წყვილში გამარჯვებული ჩეხურ „ნიმბურკს", ქუთათურთა წყვილში გამარჯვებული კი, ესტონურ „კალევს" შეხვდება.  უკვე ამ წყვილებში გამარჯვებულები, ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. ფინალის მოგების შემდეგ, კი, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში ჩაჯდებიან, სადაც მიუნჰენში გამართული წილისყრის შემდეგ, უკვე მოხვდნენ თურქული „გალათასარაი", ბერძნული „პრომეთეასთა პატრასი" და გერმანული „რასტა ფეხტა".


თუმცა, თუკი, მოვლენები ჩვენთვის, ქართული კლუბისთვის სასურველი შედეგით არ განვითარდა, ქუთაისური კლუბი, რანგით დაბალი, ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს. ფიბა-ს ტურნირების დებულებიდან გამომდინარე თუ, ვისთან ერთად მოხვდება „ქუთაისი 2010", დამოკიდებული იქნება, რომელი ეტაპიდან გამოეთიშება გუნდი ასპარეზობას. ამ შემთხვევაში არის სამი ვარიანტი.


პირველ ეტაპზე წაგებული მატჩის შემთხვევაში „ქუთაისი" ასპარეზობას ფიბა ევროპის J ჯგუფში გააგრძელებს, სადაც  გერმანული „ტელეკომ ბონი", ბულგარული „ბალკანი" და ესპანური „ბილბაო"- ლატვიურ „ნეპტუნას" შორის გამარჯვებული კლუბები მოხვდნენ.


თუკი, გავცდით „კალევის" ბარიერს, მაშინ, წყვილს შორის გამარჯვებული გუნდი საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში გავა, დამარცხებული გუნდი კი, ფიბა ევროპის თასზე გადავა და ითამაშებს B ჯგუფში, სადაც ესპანური „სარაგოსა", თურქული „ბურსასფორი" და „ანორთოსისი" (კვიპროსი) - „სტარლიტს" (მალტა) შორის გამარჯვებული იქნებიან.


არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მინი-ტურნირის ფინალში მარცხის შემთხვევაში ამოქმედდება. თუკი, „ქუთაისი" ფინალში გავიდა და წააგო, აქ მარცხის შემთხვევაში ის, ფიბა ევროპის თასის F ჯგუფში ითამაშებს - ბულგარულ „რილსკი სპორტისთან", ფრანგულ „ლე პორტელთან" და „ფეჰერვარ" (უნგრეთი) - „პრლევიძას" (სლოვაკეთი) შორის გამარჯვებულთან დაწყვილდება.


მთლიანობაში ფიბა-ევროპის თასზე 40 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 10 ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულნი. მომდევნო ეტაპზე 16 საუკეთესო გავა - ჯგუფების გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი. ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხივე მინი-ტურნირი სექტემბრის მეორე ნახევარში ანტალიაში გაიმართება. თითო ტურნირში 6-6 გუნდი მონაწილეობს და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს. „ქუთაისი 2010"-ი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩს 18 სექტემბერს, როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, ანტალიაში, სლოვაკური „ლევიცეს" წინააღმდეგ გამართავს.


და ბოლოს, ევროასპარეზზე გასულ გუნდებს, მოგეხსენებათ, ეროვნული ფედერაცია როგორც ფინანსურად, ისე სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხებში ეხმარება. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ ასე იყო შარშან, თსუ-ს შემთხვევაში და ასე იქნება წელსაც, „ქუთაისი 2010"-თან  მიმართებაში.