საქართველოს ქალთა U18 ნაკრებმა ევროპის C დივიზიონი სომხეთის ძლევით დაიწყო
საქართველოს ქალთა U18 ნაკრებმა ევროპის C დივიზიონი სომხეთის ძლევით დაიწყო
23.07.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

წარმატებით დაიწყო საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. კონტინენტის C დივიზიონს კოსოვო მასპინძლობს, სადაც 7 ქვეყნის გუნდი საუკეთესოს გამოსავლენად იბრძვის. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ლიკა ქაჯაია და ირინა მელქაძე წვრთნიან, პირველ მეტოქეს ბრძოლაში მოუგეს. ქართველები თავდაპირველად გვარიანად აგებდნენ სომხეთთან, მაგრამ საბოლოოდ მეტოქეს 77-68 (სტატისტიკა) სძლიეს.


მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 7 წუთით ადრე სომხები 64-60 იგებდნენ, თუმცა დაცვის ხარჯზე ქართველებმა მეტოქეს შეტევები ჩაუშალეს და თავად იხეირეს. ბიოლო წუთებზე ძალიან საჭირო სამქულიანები ჩააგდეს სალომე სვანმა და მარიამ მუქერიამ, რის შემდეგაც ფაქტობრივად გადაწყდა მატჩის ბედი. 72-53 


სომხეთმა პირველი პერიოდი 27-15 მოიგო, თუმცა საქართველომ მოახერხა გათანაბრება. მესამე პერიოდში სომხები 9 ქულით კვლავ დაწინაურდნენ, მაგრამ როგორც გითხარით, მედგარი დაცვის ხარჯზე ჩვენმა გუნდმა გარდატეხა მოახდინა და გამარჯვებამდე მივიდა.


მატჩის საუკეთესო შედეგი ნიცა საბადაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 28 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. 13-13 ქულა ანა გელაშვილმა და სალომე სვანმა მიითვალეს. საქართველოს ნაკრები ხვალ, 24 ივლისს აზერბაიჯანს შეხვდება, რომელმაც დღეს ალბანეთს 72-53 სძლია.