ქართველმა 20-წლამდება ასაკობრივი ევრო მე-10 ადგილით დაასრულეს
ქართველმა 20-წლამდება ასაკობრივი ევრო მე-10 ადგილით დაასრულეს
21.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა (U20) ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა ხელბურთელებმა, ბოლო შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის გუნდს, მთელი 20 ბურთით 41-21 მოიგო. ჩვენი გუნდიდან საუკეთესოდ, გიგი რუხაძე დასახელდა (56.25%), რომელსაც მეტოქემ  32-ჯერ დაურტყა და აქედან, ქართველი კარის მცველის ანგარიშზე 18 მოგერიებული ბურთი ჩაიწერა.

ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში, ქართველმა ახალგაზრდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: ლევან ფანცხავა (9 გოლი), ვახტანგ ხელისუფალი (7), ვახტანგ ხარებაშვილი (6), დავით გრიშიკაშვილი (6), ლუკა მუკბანიანი (3), გიგა მელიავა (3), ნუგზარ ტარიელაძე (2), სანდრო დარსანია (1), ანრი აბულაძე (1), გიორგი გრიშიკაშვილი (1), გიორგი კაპანაძე (1), ლუკა ლანჩავა (1), გიორგი არეშიძე. რაც შეეხება ჩვენი გუნდის კიდევ ორ წარმომადგენელს, თორნიკე გაგუამ (14.29%), მის კარში დარტყმული 7 ბურთიდან ერთი მოიგერია. ამ შეხვედრაში განაცხადში კიდევ ერთი მეკარე თემურ  ქამადაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.


დიდი ბრიტანელებთან გამართული მატჩის შემდეგ, ბექარ ორჯონიკიძის გაწვრთნიულმა 20-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-10 ადგილით დაასრულა. ჩენმა გუნდმა პრიშტინაში, საერთო ჯამში, ხუთი შეხვედრა გამართა, რომელთაგან ორი მოიგო, ორში დამარცხდა და ერთი ფრედ ითამაშა.


20 ივლისი / საქართველო - დიდი ბრიტანეთი 41-21

18 ივლისი / საქართველო - ბელგია 25-34

16 ივლისი / ბულგარეთი - საქართველო 31-34

ჯგუფური ეტაპი

15 ივლისი / ლიეტუვა - საქართველო 35-30

13 ივლისი / საქართველო - ესტონეთი 26-26


ჩემპიონატის დასრულებამდე და შესაბამისად ბოლო მატჩებამდე, ტურნირის ბომბარდირთა სამეულში ორი ქართველი, ვახტანგ ხელისუფალი - 40 გოლით (პირველი ადგილი) და ლევან ფანცხავა - 39 გოლით (მე-3 ადგილი) იყვნენ და მათთან მიახლოება, ფინელ ფრედერიკ ფონ ტროილსა და თურქ სადიქ ემრე ჰერსექლიოლუს შეეძლოთ, რომლებსაც ქართველი ბიჭებისგან განსხვავებით, მართალია, ცოტა გოლი, ფინელის ანგარიშზე ბოლო თამაშებამდე 35 გოლი იყო, რაც შეეხება თურქს, მას 39 გოლი ჰქონდა გატანილი ფანცხავას მსგავსად, თუმცა ფორად სათამაშო მატჩი ჰქონდათ.


ფინეთმა, ბოლო შეხვედრა, ლუქსემბურგთან ერთი ბურთით 36-35 მოიგო, გუნდის ლიდერი ფონ ტროილი მოწოდების სიმაღლეზე იყო და 12 მცდელობიდან 8 გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ, 43 გოლით, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილით დაასრულა ჩემპიონატი. აი, თურქისთვის კი, 6 გოლი აღმოჩნდა საკმარისი, რომ 20-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირობა ეზეიმა. მისმა გუნდმა მე-5-8 ადგილებისთვის ითამაშა, ესტონეთთან, 28-30 დამარცხდა და საბოლოოდ, მე-6 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


ტურნირის სრული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე


ფოტო:  Kosovo Handball Federation, Rikard Quni