30 დღე „ბარსელონას“, რათა „პსჟ“-თან „დალაგდეს“
30 დღე „ბარსელონას“, რათა „პსჟ“-თან „დალაგდეს“
22.07.2024
ავტორი: TSFF.Ge

უეფა-ს ევროტურნირები ნელ-ნელა ძალას აკრეფს. თუმცა, მანამდე კლუბებს და მათ შორის საკმაოდ სახელოვნებსაც ძველი „კუდების" გასწორება მოუწევთ. მაგალითად, „ბარსელონას", რომელმაც 2024 წლის 10 აპრილს, საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩ გაიმართა „პსჟ"-ს წინააღმდეგ და სტუმართა გამარჯვებით 2-3 დასრულდა.

დიახ, ევროტურნირების ახალ სეზონს „ბარსელონა" უეფა-ს სანქციების ფონზე დაიწყებს. ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანი, უეფა-ს დისციპლინარული (DR) რეგულაციების რამდენიმე მუხლით დაისაჯა. „ბარსელონას" ბრალი, კონკრეტულად, მავნებლობის (მუხლი 16(2)(f)), ფეიერვერკების გამოყენების (მუხლი 16(2)(c) DR)), რასისტული ქცევების (მიხლი 14 DR).


უეფა-ს პირველად გადაწყვეტილებას სააპელაციო კომიტეტი იხილავდა და დაადგინა, რომ „ბარსელონა" 2000 ევროთი ფეიერვერკების გაშვების მუხლით, 5000 ევროთი სტადიონისთვის მიყენებული ზიანის გამო დააჯარიმებს. ამას გარდა, „ბარსელონას" დაავალა 30 დღის მანძილზე  დაუკავშირდეს და მოაგვაროს „პსჟ"-თან, ესპანური კლუბის ქომაგების მიერ სავარძლების  დაზიანებით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად ყველა დეტალი. კიდევ ერთი სასჯელი, რომელიც ამავე გადაწყვეტილებაშია ჩაწერილი, არის 25000 ევროიანი ჯარიმა და აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, რასისტული ქცევების გამო, უეფა-ს ეგიდით გამართულ ერთ გასვლით თამაშზე არ შეუძლია საკუთარი ქომაგებისთვის ბილეთების მიყიდვა. ამას გარდა, ამ მიმართულებით, „ბარსელონას" ქომაგების მიმართ, გასვლით თამაშებზე ამოქმედდა ე.წ. პირობითი სანქციაც, რომელიც გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან ამოქმედდა და ერთი წლის ვადით განისაზღვრა.