კოტე ტუღუშის 20-წლამდება B დივიზიონი მეხუთე ადგილით დაასრულეს
კოტე ტუღუშის 20-წლამდება B დივიზიონი მეხუთე ადგილით დაასრულეს
22.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 20-წლამდეთა კალათბურთის ნაკრებმა ევრობასკეტის ასაკობრივი, B დივიზიონში გამოსვლა დაასრულა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა, ბოლო შეხვედრა უნგრეთის წინააღმდეგ გამართა და 79-96 (22-20, 18-26, 20-23, 19-27) დაამარცხა. ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა, ტურნირის მე-5 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან, თუმცა ორივე გუნდიდან, დღევანდელ შეხვედრაში, მარგი ქმედების კოეფიციენტით 30, საუკეთესო გიორგი სულაბერიძე იყო, რომელსაც სათვალავში კიდევ ორი ბლოკი და ორი მოპარვა ჩაეწერა. სხვათა შორის, მას მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა, რომ თანაგუნდელის შედეგი გაემეორებინა. ორივე გუნდში ყველაზე მეტი 27 ქულა  და 5 გადაცემა დააგროვა გიორგი ოჩხიკიძემ, 14 მოხსნა ვატო გაჩეჩილაძეს დაუგროვდა.


მატჩის სრული სტატისტიკა


ბუნებრივია ისიც, რომ გიორგი სულაბერიძე B დივიზიონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ქართველი ფორვარდი ჩემპიონატის განმავლობაში საშუალოდ 19.6 ქულას (ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი) და 10.9 მოხსნას (მეორე საუკეთესო) აგროვებდა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21.4 (მეორე საუკეთესო) იყო.


აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ დივიზიონში სულ 21 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების წინ გავიდნენ - პირველი ადგილი რუმინეთი, მეორე ადგილი უკრაინა, მესამე  ადგილი ფინეთი და მეოთხე ადგილი ნიდერლანდები.


გუნდების საბოლოო მდგომარეობა