„დილა“ სათასო რბოლას გამოეთიშა - დ. ყიფიანის თასის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
„დილა“ სათასო რბოლას გამოეთიშა - დ. ყიფიანის თასის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
21.07.2024
ავტორი: TSFF.Ge

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2024-25 წლების გათამაშების ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. დღეს, გათამაშების 1/16 ფინალის ბოლო შვიდი შეხვედრა გაიმართა და შესაბამისად, მომდევნო ეტაპის შვიდი ბოლო საგზურიც გათამაშდა. ყველასათვის მოულოდნელად, თასის გათამაშებას, გორის „დილა" გამოეთიშა. ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი გუნდი, საგარეჯოში, „გარეჯთან" 2-1 დამარცხდა.

„ორბი" - „მეშახტე" 1 - 1 (პ 1-4)

„კოლხეთი 2" ფოთი - „დინამო თბილისი 2" 0 - 1

 „არაგვი" - „სამტრედია" 0 - 2

„ვიტ ჯორჯია" - „თელავი" 0 - 1

„გარეჯი" - „დილა" 2 - 1

„სამგურალი 2" - „გაგრა" 0 - 2

„ლოკომოტივი 2" - „შტურმი" 3-3 (პ 5-3)


შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ „გაგრა", „სამტრედია", „თელავი" (სამივე ეროვნული ლიგის ბინადარი), „დინამო თბილისი 2", „გარეჯი" (ეროვნული ლიგა 2) და ლიგა 3-ის წარმომადგენლები „ლოკომოტივი 2" და "მეშახტე".


შეგახსენებთ, რომ 1/16 ფინალური ეტაპის პირველ საასპარეზო დღეს, მერვედფინალური საგზურები გაინაღდეს თბილისის „ლოკომოტივმა", „სპაერმა", „რუსთავმა" (სამივე ეროვნული ლიგა 2-ის მოასპარეზე გუნდებია) და ელიგის წარმომადგენლებმა „კოლხეთი 1913"-მა და წყალტუბოს „სამგურალმა".


საქართველოს თასის გათამაშებას, 1/8 ფინალიდან უკვე ეროვნული ლიგის კიდევ ოთხი გუნდი - ბათუმის „დინამო", „დინამო თბილისი", „ტორპედო" და თასის მოქმედი მფლობელი „იბერია 1999" შეუერთდებიან.


როგორც ხედავთ, 1/8 ფინალურ ეტაპზე, ორ-ორი გუნდით იქნებიან წარმოდგენილები თბილისური კლუბები „დინამო თბილისი" და „ლოკომოტივი".


1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 27 და 28 ივლისს გაიმართება. ამ ეტაზე გუბდები ასე დაწყვილდნენ:

"სამგურალი" - "გაგრა"

"დინამო თბილისი 2" - "ტორპედო"

"გარეჯი" - "სამტრედია"

"რუსთავი" - "კოლხეთი1913"

"ლოკომოტივი" - "თელავი"

"ლოკომოტივი 2" - "სპაერი"

"იბერია 1999" - "დინამო თბილისი"

"მეშახტე" - "დინამო" ბათუმი


სტატია რედაქტირებულია

ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი