ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ ამერიკის უმაღლეს ლიგაში „კოლუმბუსს“ დაუპირისპირდა
ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ ამერიკის უმაღლეს ლიგაში „კოლუმბუსს“ დაუპირისპირდა
21.07.2024
ავტორი: მარიამ მესხი

სანაკრებო შესვენების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები კლუბებს უბრუნდებიან. ზოგი ახალში, აი, საბა ლობჟანიძე კი, „მშობლიურ" „ატლანტაში". საბას გუნდი, 20 ივლისს, „კოლუმბუსს" შეხვდა და იმ 2 საგოლე გადაცემით მოუგო, რომლებშიც მონაწილეობა ქართველმა მიიღო.

ქართველი ნახევარმცველის გუნდმა შინ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე ანგარიშით 2-1 დაამარცხა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლობჟანიძემ, აღნიშნული მატჩის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საბამ კუთხურიდან შესანიშნავად ჩააწოდა და თანაგუნდელ გრეგერსენს ორი გოლი გაატანინა.


აღსანიშნავია, რომ „ლობჟანას" გუნდი, შეხვედრის მე-60 წუთამდე საშინაო შეხვედრაში 0-1 მარცხდებოდა. იდენტურ მდგომარეობაში, თითქმის ისე, რომ ვერ განასხვავებდი, 76-ე წუთზე გავიდა მეორე გოლი და „ატლანტაც", შეხვედრის დასრულებამდე 14 წუთით ადრე, ანგარიშში დაწინაურდა. ქართველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ითამაშა.


პირველი გოლი საბას კუთხურის შემდეგ იხილეთ ბმულზე

მეორე გოლი, საბას მორიგი კუთხურის შემდეგ იხილეთ ბმულზე


აღსანიშნავია, რომ „ატლანტამ", 28 ქულა მოაგროვა და საფლეი-ოფო ზონაში შევიდა. მომდევნო შეხვედრას კი, ლობჟანიძის გუნდი 27 ივლისს, „დისი იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.





ფოტო და ვიდეო-მასალა:   © Major League Soccer / © Atlanta United FC