საქართველოს თასის პირველი მერვედფინალისტების ვინაობა ცნობილია
საქართველოს თასის პირველი მერვედფინალისტების ვინაობა ცნობილია
20.07.2024
ავტორი: TSFF.Ge

დღეს და ხვალ, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2024-25 წლების სეზონის 1/16 ფინალური მატჩები გაიმართა. ამ ეტაპიდან, შეგახსენებთ, რომ ასპარეზობა საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ისა და ეროვნული ლიგის გუნდებმა დაიწყეს, იმ გუნდების (ბათუმის „დინამო", „დინამო თბილისი", „ტორპედო" და „იბერია 1999" გარდა, რომლებიც უეფა-ს ევროტურნირებზე ასპარეზობდნენ.

„ბორჯომი" - „ლოკომოტივი" 0 - 6

„კოლხეთი" ხობი - „სპაერი" 1 - 2

„მერანი" თბილისი - „კოლხეთი 1913" 0 - 3

„გონიო" - „რუსთავი" 2 - 3

„სიონი" - „სამგურალი" 1 - 4


პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ თბილისის „ლოკომოტივი", „სპაერი", „რუსთავი", სამივე ეროვნული ლიგა 2-ის მოასპარეზე გუნდები და ელიგის წარმომადგენლები, „კოლხეთი 1913" და წყალტუბოს „სამგურალი".


ხვალ, საქართველოს თასის 1/16 ფინალის კიდევ შვიდი შეხვედრა გაიმართება:


17:00 „ლოკომოტივი 2" - „შტურმი" /  თბილისი - ოლიმპიური კომპლექსი

17:00 „გარეჯი" - „დილა"  / საგარეჯო - ცენტრალური  /GFF.ge

17:00 „სამგურალი 2" - „გაგრა" /  წყალტუბო - საფეხბურთო ცენტრი

19:00 „არაგვი" - „სამტრედია" /  სართიჭალა - ცენტრალური GFF.ge

19:00  „ვიტ ჯორჯია" - „თელავი" /  თბილისი - ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი

20:00 „ორბი" - „მეშახტე" /  ხაშური - გრიგოლ ჯომართიძეს სახელობის სტადიონი

20:00 „კოლხეთი 2" ფოთი - „დინამო თბილისი 2"  / ფოთი, „ფაზისის" სტადიონი


როგორც ხედავთ, ხვალ საქართველოს თასის 1/8 ფინალში გასასვლელად, ეროვნული ლიგის კიდევ ოთხი წარმომადგენელი იბრძოლებს.


შეგახსენებთ, რომ სათასო დაპირისპირებები ერთ-რაუნდიანია და საჭიროების შემთხვევაში დებულებით დაინიშნება ჯერ დამატებითი ტაიმები, ბოლოს კი, 11-მეტრიანების სერია.


საქართველოს თასის გათამაშებას, 1/8 ფინალიდან უკვე ეროვნული ლიგის კიდევ ოთხი გუნდი - ბათუმის „დინამო", „დინამო თბილისი", „ტორპედო" და თასის მოქმედი მფლობელი „იბერია 1999" შეუერთდებიან.


ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი