უეფა-მ დაიწყო გამოძიება ესპანეთის ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელის როდრი და ალვარო მორატას შესაძლოა დისციპლინარული დარღვის შესაძლებლობაზე.
აღნიშნული გამოძიების დაწყების თაობაზე, დღეს ინფორმაცია, უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინარული კომისიის გამოძიებისა და გადაწყვეტილებების სექციაში გამოქვეყნდა.
გამოძიებას დაევალა შეაფასოს 2024 წლის 15 ივლისს, მადრიდში, ევროპის ჩემპიონების ესპანეთის ნაკრებისა და ჩემპიონატის მთავრი პრიზის ოფიციალური სახალხო პრეზენტაციის დროს, უეფა-ს ინსპექციის წარმომადგენელთა აზრით როდრიგო ერნანდეს კასკანტესისა და ალვარო მორატას საქციელი, რომელითაც მათ ქცევის წესები დაარღვიეს.
ამ ეტაპზე უეფა-ს ოფიციალური წყარო, მეტ დეტალს არ ასახელებს და უახლოეს ხანში, უფრო დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას აანონსებს.
თუმცა, ესპანური მედია უკვე წერს უეფა-ს მიერ გამოძიების დაწყების მიზეზებზე, რაც რეალურად გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაციის პროტესტმა გამოიწვია საქმე ისაა, რომ ფეხბურთელები, გულშემატკივრების მიერ შეგულიანებული ფეხბურთელები სკანდირებდნენ ფრაზას, „ესპანური გიბრალტარი" და იმღერეს, რამდენიმე სიმღერა, რომელიც არ მოეწონა გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაციას.