ბათუმის „დინამომ“ მოიგო, თუმცა, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
ბათუმის „დინამომ“ მოიგო, თუმცა, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
17.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის გადალახვა ვერ მოახერხა ბათუმის „დინამომ" და ეს მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო შეხვედრა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, ქართულმა კლუბმა საკმაოდ სოლიდურად ჩაატარა და ალბათ, რაც დააკლდა იღბალი და გატანილი გოლები.


ანდრეი დემჩენკოს გუნდმა მატჩის საწყის წუთებზე, მოახერხა ორი შეხვედრის ჯამში გოლები „გაენულებინა". მესამე წუთზე  ლადო მამუჩაშვილმა, „ლუდოგორეცის" მეკარე „გახვრიტა". მალევე „დინამომ" კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა, მსაჯმა ალბათ, ისეთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კარგა ხანი განსჯის საგანი იქნება. ამის შემდეგ, ბათუმელებმა ორჯერ ზედიზედ ვერ გამოიყენეს კარგი საგოლე მომენტები. ასე, რომ ეს ყველაფერი რომ საჩვენოდ კარგად დასრულებულიყო, შეხვედრის მე-15 წუთისთვის „დინამო" უკვე სამბურთიანი სხვაობით ამ შეხვედრაში და ორი შეხვედრის ჯამში, ერთი ბურთით წინაც უნდა ყოფილი.


თუმცა, ბათუმელებს ამ შეხვედრაში კიდევ ბევრჯერ არ გაუმართლათ. რიგ მომენტებში კი, იღბალი დააკლდათ, რადგან ამ შეცდომის შემდეგ, ხორვატ მსაჯს დარიო ბელის, რეალურად მეტი აღარ შეშლია. უფრო მეტიც, ბულგარულ კლუბს ექვსი ყვითელი ბარათი უჩვენა.


ბუნებრივია, სტუმრებმაც არ დააკლეს „მონდომებას", დღევანდელი შეხვედრა ყველა დაშვებული თუ, აკრძალული ხერხით მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო, თუმცა, რამდენიმე მომენტში ჩვენი ანერვიულება მაინც მოახერხეს. საბოლოოდ, დღევანდელი მატჩი, ბათუმის „დინამომ" 1-0 მოიგო, თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში 2-3 დამარცხდა (მატჩის სტატისტიკა) და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც თამაშები 25 ივლისს მონტენეგროს ჩემპიონს, „დეჩიჩს" დაუპირისპირდება.


დღესვე, ცნობილი გახდა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებს ასპარეზობას და მეორე რაუნდში ითამაშებს გურამ კაშიას „სლოვანი", რომელმაც საპასუხო შეხვედრა გასვლაზეც მოიგო და მაკედონიაში, „"სტრუგა" 1-2, ორი შეხვედრის ჯამში კი, 3-6 დაამარცხა (მატჩის სტატისტიკა). ვლადიმირ ვაისმა, „კაშოს" კვლავ სრული სათამაშო დრო მისცა.


საპასუხო შეხვედრა მოიგო, ლაშა ოდიშარიას ლატვიურ RFS-სა, რომელმაც ამჯერად, ჩრდ. ირლანდიური „ლარნეს" გასვლაზე 0-4 მოუგო (მატჩის სტატისტიკა) და საერთო ჯამში, 0-7 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.