
ზეგ, 19 ივლისს, როდესაც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უკვე თბილისში იქნება ჩამოსული, ნიონში, თბილისის დროით 15:00 საათიდან გაირკვევა თუ ვის დაუპირისპირდება საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2025-ის პირველ ფლეი-ოფში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები იმ 28 გუნდს შორის არის A, B და C ლიგებიდან, რომლებიც შვეიცარიაში, 2025 წელს, 2-27 ივლისს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
დებულების თანახმად ფლეი-ოფი ორი ეტაპისგან ორ-რაუნდიანი დაპირისპირებების ფორმატით ჩატარდება. პირველ ეტაპზე განთესილ გუნდებს შორის მოხვდნენ ის ნაკრებები, რომლებმაც A ლიგაში ბოლო, მე-4 ადგილი დაიკავეს. განუთესავებში კი C ლიგის 5 ჯგუფის გამარჯვებული და სამი მეორე ადგილოსანი.
საქართველოს ნაკრები ბროლას პირველი რაუნდიდან, განუთესავი გუნდის სტატუსით დაიწყებს და მისი სავარაუდო მეტოქეები არიან ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, ნორვეგია, პოლონეთი, ირლანდია და შვედეთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პირველი თამაშები განუთესავი გუნდების ქვეყნებში ჩატარდება.
აქვე გეტყვით, განუთესავ გუნდებს შორის, საქართველოს გარდა მოხვდნენ სლოვენია, რუმინეთი, ბელარუსი, საბერძნეთი, ალბანეთი, ლუქსემბურგი და მონტენეგრო.
ე.წ. მეორე „ფასი"-ის კალათებში მოხვდნენ და განთესილ კალათში აღმოჩნდნენ პორტუგალიის, შოტლანდიის, უელსის, სერბეთის, უკრაინისა და ჩრდ, ირლანდიის ნაკრებები, ხოლო განუთესავებში თურქეთი, ხორვატია, უნგრეთი, ბოსნია და ჰერცეგოვიანა, სლოვაკეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები. აქაც, ზემოთხსენებულის მსგავსად დაწყვილდებიან ნაკრებები და საბოლოოდ, ექვსი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადავა საასპარეზოდ.
ამრიგად, პირველი ფლეი-ოფის შემდეგ, გამოვლინდება საერთო ჯამში 14 გუნდი, რომლებიც უკვე, საერთო ევროპული კვალიფიკაციის რეიტინგის მიხედვით კვლავ ორ კალათში, განთესილებისა და განითესავების კალათში გადანაწილდებიან. მაღალი რეიტინგის მქონე 7 ნაკრები განთესილების კალათში, ხოლო დანარჩენი 7 განუთესავების.
თამაშები პირველი ფლეი-ოფი, 23 და 29 ოქტომბერს გაიმართება. უკვე მომდევნო ეტაპი 27 ნოემბერსა და 3 დეკემბერს არის დაგეგმილი.
საბოლოოდ, ამ 7 საგზურის მფლობელი გუნდი, შვეიცარიასთან ერთად, შეუერთდება ნაკრებებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება პირდაპირი წესით მოიპოვეს. ასეთები კი არიან დანია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი. ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ლოზანაში, 16 დეკემბერს გაიმართება.