ატირებული მესი და გამარჯვება, რომელმაც ცრემლების დატვირთვა მალევე შეცვალა
ატირებული მესი და გამარჯვება, რომელმაც ცრემლების დატვირთვა მალევე შეცვალა
15.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მესის ცრემლები, რომელიც ტკივილისა და თამაშიდან გასვლის გამო დაღვარა, მოგვიანებით სიხარულის ცრემლებად იქცა. არგენტინის ნაკრებმა, „კოპა ამერიკა 2024"-ის ტიტულის დაცვა მოახერხა. მესის გუნდმა, ფინალში კოლუმბია დამატებით დროში, ანგარიშით 1-0  დაამარცხა.

ამ შეხვედრაში, რომელსაც მაიამიმ უმასპინძლა, ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა 112-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს, სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტიტული ისტორიაში მეთექვსმეტედ მოაგებინა.


როგორც უკვე გითხარით ლიონელ მესიმ შეხვედრა მატჩს ძირითადი დროის დასრულებამდე სოლიდური დროით ადრე, 66-ე წუთზე ძლიერი ტკივილის გამო დასტოვა. მოგვიანებით, კარგად ჩანდა, თუ რა მდგომარეობაში იყო ლეგენდის ფეხი, მას შემდეგ რაც სამედიცინო გუნდის მიერ „დადებული" ყინული მოიხსნა.


ლიონელ სკალონის  არგენტინამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტიტულის დაცვა მოახერხა და 2019 წელს ბრაზილიაშიც მოიგო, კვლავ კონტინენტის მთავარი ტროფეის მფლობელი გახდა. „კოპა ამერიკის" მთავარი ტროფეი, არგენტინის ნაკრებმა, მეთექვსმეტეჯერ მოიგო, რაც თავის მხრივ, რეკორდულია. ურუგვაელებს, ეს ჯილდო თხუთმეტჯერ აქვთ მოგებული.


სხვათა შრის, მატჩი მაიამიში ჩატარდა, დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი მოგვიანებით სოციალური ქსელებითაც გავრცელდა - რიგები სტადიონის შესასვლელ კარებებთან და გულშემატკივარი, რომელიც ღობეზე გადაძვრომაში ხედავდა გამოსავალს. დიდი ალბათობით, ამ ინციდენტზე CONMEBOL-იში იმსჯელებენ და ისევე, როგორც უეფა-მ ჩამოარიგა ევრო 2024-ზე ჯარიმები, არც მათი კოლეგები, ოკეანის გადაღმიდან დაზოგავენ დამნაშავე ფედერაციებს, თუკი, რა თქმა უნდა, პრობლემის მიზეზი, თავად ორგანიზატორების მხარე არ იყო.