ფეხბურთი, პარიზი და საფეხბურთო ციებ-ცხელება ევროპაში...
ფეხბურთი, პარიზი და საფეხბურთო ციებ-ცხელება ევროპაში...
15.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთს ამ ცხელ ზაფხულში კიდევ უფრო „ცხელი" ტემპი აქვს აკრეფილი, ამ სტატიაში შევეცდებით მოახლოებული პარიზის ოლიმპიური თამაშების ეგიდით დაგეგმილ საფეხბურთო ტურნირზე გესაუბროთ, რომელზე მოსახვედრადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს, გემახსოვრებათ ერთი ნაბიჯი დააკლდათ.

პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი, მასში მონაწილე ქალთა და კაცთა ოლიმპიური ნაკრებების შემადგენლობები გამოაქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ოლიმპიურ თამაშებს ხუთი დებიუტანტი ეყოლება - დომენიკის რესპუბლიკა, უკრაინა, უზბეკეთი და გვინეა მამაკაცთა ტურნირზე, ქალებში კი, მსოფლიო ჩემპიონის რანგში დებიუტი ექნება ესპანეთის ნაკრებს.


როგორც ფიფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი აანონსებს თავის სტატიაში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, საფეხბურთო ვარსკვლავების ნაკლებობა არ იქნება. მაგალითად, ამ ვარსკვლავების ე.წ. ჰედლაინებში, მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი აიტანა ბონმატია მოხსენიებული. მის გვერდით ჩამონათვალში არიან: ვენდი რენარი (საფრანგეთი), ალექსანდრა პოპი (გერმანია), ჰინატა მიაზავა (იაპონია), ლიდსი ჰორანი (აშშ) და ბარბარა ბანდა (ზამბია). კოლუმბიელი თინეიჯერი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ლინდა კასედოს, ამ ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ექნება, მაშინ როცა ბრაზილიელი მარტა თავის, ზედიზედ, მეექვსე ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას.


ქალთა ტურნირზე, რომელშიც საერთო ჯამში 12 გუნდი მონაწილეობის, ოთხი არის გუნდი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოგებული -  აშშ, იაპონია, გერმანია და ესპანეთი. ასეთი გუნდი კი, მსოფლიოში სულ ხუთია. აქვე, გეტყვით რომ ქალთა შორის კიდევ ერთი, მსოფლიოს ჩემპიონი, ნორვეგიის ნაკრები, ამჯერად, ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩა.


ქალთა შორის ოლიმპიური მედლების მოპოვებას შეეცდებიან: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, კოლუმბია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ახალი ზელანდია, ნიგერია, ესპანეთი, აშშ, ზამბია.


ქალების ოლიმპიური გუნდების შემადგენლობები Paris 2024


ახლა, კაცების ტურნირის მონაწილეებს და „ვარსკვლავებსაც" გადავხედოთ. დავიწყოთ გუნდებით, რომელთა შორისაც, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრებს. მათ გარეშე კი, ბიჭებში, ოქროს მაძიებლების ნუსხა ასე გამოიყურება: არგენტინა, დომენიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, საფრანგეთი, გვინეა, ერაყი, ისრაელი, იაპონია, მალი, მაროკო, ახალი ზელანდია, პარაგვაი, ესპანეთი, უკრაინა, უზბეკეთი, აშშ.


კაცების ოლიმპიური გუნდების შემადგენლობები Paris 2024


მამაკაცთა ტურნირზე ყურადღება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონებზე არის გამახვილებული, რომელთა შორის არიან ხულიან ალვარესი, ნიკოლას ოტამენდი, ჯერონიმო რული. ასევე ფრანგი ალექსანდრ ლაკაზეტი, მაროკოელი აჰრაფ ჰაკიმი და დანილ პერესი ისრაელის ნაკრებიდან.


განსხვავებით ქალთა ტურნირისგან, კაცების ტურნირში რამდენიმე საგანგებო რეგულაციაა. მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვა. მაგალითად თუკი, ქალთა შორის მონაწილეობის უფლება აქვს ბრაზილიელ მარტას, რომელიც 38 წლისაა, კაცებში 23-წლამდე ფეხბურთელებს აქვთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, ოლიმპიური გუნდები მამაკაცებს შორის 2001 წლის 1 იანვრამდე და მას შემდეგ დაბადებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. თუმცა, აქაც, თითო გუნდს სამი უფროსი ასაკის ფეხბურთელის დამატების უფლება აქვს.


ერთი საინტერესო დეტალი, იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე სპორტსმენი შეუძლოდ არის, გუნდებს შეუძლიათ, მათი სათადარიგო სპორტსმენით შეცვლა. შეცვლილს კი, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, აქვს უფლება დაუბრუნდეს გუნდს და ასპარეზობას. ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მთელი რიგი კვლევების შემდეგ მიიღო.


ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების ნუმერაცია 1-დან 18-ის ჩათვლით, ხოლო სათადარიგოების 19-დან 22-ის ჩათვლით გადაწყდა. ამასთან, 22 ნომერი, აუცილებლად სათადარიგო (მესამე) მეკარისთვის არის განკუთვნილი.


შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს ჩათვლით გასტანს. კონკრეტულად ფეხბურთელები, ასპარეზობას კი, რომელიც საფრანგეთის შვიდი ქალაქის (მარსელი, ლიონო, პარიზი, ბორდო, სენტ-ეტიენი, ნიცა და ნანტი) შვიდ სტადიონი უმასპინძლებს, ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე ორი დღით ადრე, 24 ივლისს დაიწყება და ერთი დღით ადრე, 10 აგვისტოს დასრულდება.