ვიდრე ბერლინში, Olympiastadion-ზე, ევრო 2024-ის ფინალური მატჩისთვის და ვინ იცის, იქნებ, ინგლისელები პირველი ტიტულის მოსაპოვებლად ემზადებიან, ლონდონში, „უიმბლდონი 2024"- ის ფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი ლეგენდარულ ნოლეს სამ სეტში ამარცხებს.
„ანგარიში 40/0 იყო, მაგრამ თასი საკმაოდ შორს იყო. ჯოკოვიჩი წარმოუდგენელი მებრძოლია და ვიცოდი, რომ მას კიდევ ექნებოდა შანსები, ასე, რომ თამაშში უნდა დავრჩენილიყავი. ვეცადე ქულები დაცვით ამეღო, მაგრამ ვერ მოვახერხე", - ამბობს ალკარასი და დასძენს, „ჩემთვის საკმაოდ რთული იყო. უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე, ვეცადე პოზიტიური განწყობაზე ვყოფილიყავი, როდესაც ტაი-ბრეიქამდე მივიდა საქმე და ვეცადე საუკეთესო ჩოგბურთი მეთამაშ. ეს იყო ის რაზეც მაშინ ვფიქრობდი. მართლა კმაყოფილი ვარ, რომ საბოლოოდ, ვიპოვე გამოსავალი და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე".
შეხვედრა, რომელიც საბოლოოდ ორი საათსა და 26 წუთი გაგრძელდა, საკმაოდ საინტერესო, თუმცა, განსაკუთრებით ჯოკოვიჩსი გულშემატკივრისთვის ცოტა არ იყოს უჩვეულოდ წარიმატა. ნოლემ პირველი ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით 6-2, 6-2 წააგო. ამასთან სერბს, თითქმის არაფერი გამოსდიოდა.
„რა თქმა უნდა ეს არ არის შედეგი, რომლისთვისაც ვიბრძოლე და განსაკუთრებით თამაში, რომელიც საწყის სეტებში ვაჩვენე. ეს არ იყო თამაშის ხარისხი, რომელიც მე უნდა მეთამაშა. თუმცა, კარლოსაც არ უნდა დავუკარგოთ, რამეთუ მან ნამდვილი ჩოგბურთი ითამაშა - უკან ხაზზე, ბადესთან, მას ეს დღეს ყველაფერი გამოსდიოდა. შევეცადე მივწოლოდი და სამი მატჩ-ფოინთი შემენარჩუნებინა და ცოტა მატჩი გამეხანგრძლივებინა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ის დღეს, ყველანაირად იმსახურებდა მოგებას, ასე რომ ვულოცავ მას ამ შესანიშნავ თამაშს", - ამბობს ნოვაკ ჯოკოვიჩ, მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე.
განსხვავებით, პირველი ორი სეტიდან, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ ალკარასის სრული უპირატესობით წარიმართა და დასრულდა, მესამეში, ჯოკოვიჩმა „კბილები გამოაჩინა" და მატჩის ბედის შემოტრიალება სცადა, თუმცა, საბოლოოდ 7-6.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ესპანელს უკვე ორჯერ აქვს უიმბლდონი მოგებული, დიდი სლემის ტურნირები კი - ოთხჯერ. რაც შეეხება ორი სპორტსმენის „პირად ანგარიშებს", ამ შეხვედრის შემდეგ, ალკარასსა და ჯოკოვიჩს შორის პირადი შეხვედრები გათანაბრდა 3-3. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ესპანელი, ATP-ის რეიტინგში მესამე ადგილზეა, ნოვაკ ჯოკოვიჩ კი, მსოფლიოს მეორე ჩოგანია.
ფოტო: © Getty Images