უეფა მორიგ აკრძალვას აქვეყნებს და მორიგი საფეხბურთო, ამჯერად კლუბი, ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. საქმე ისაა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას საფეხბურთო კლუბს „სარაევოს", უნდოდა, სათამაშო მაისურებზე, რომლითაც ისინი, უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აქტობეს" წინააღმდეგ ითამაშებდნენ, უკვდავეყოთ გენოციდის მსხვერპლი და მათი ხსოვნის საპატივცემულოდ, ფორმაზე „სრებრენიცას ყვავილი" ამოექარგათ, თუმცა, უეფამ, ნება არ დართო.
სათამაშო ფორმებზე, ამ სიმბოლოს დატანის სანაცვლოდ, „სარაევოს" ფეხბურთელებს, შავი სამკლავურებით თამაშის ნება დართეს მხოლოდ. შესაბამისად, სკანდალის თვიდან ასაცილებლად, „სარაევოს" სათამაშო ფორმებზე, „სრებრენიაცას ყვავილის" შავი ფერის ლენტებით გადაფარვა მოუხდათ.
ალბათ, გაინტერესებთ, რა დატვირთვა აქვს ყვავილს - ეს არის სიმბოლო იმ უდანაშაულო, 8 000 ბოსნიელი-მუსლიმი მსხვერპლისა, რომლებიც სრებრენიცაში 1995 წელს დაიღუპნენ. ლეგენდის თანახმად, ბოსნიელები ომის დროს, იმ გადაშენების პირას მყოფ პეპლებს მიჰყვებიან, რომლებიც მხოლოდ სიმაღლეებზე და მაღალ მთაში გაზრდილ ყვავილებიდან იღებდნენ ნექტარს. ასეთი ყვავილები კი, მხოლოდ ძმათა სასაფლაოებზე იზრდებოდნენ... შესაბამისად, ეს არის ერთის შეხედვით, „სიკვდილის ყვავილი", რომელიც გარდაცვლილებსა და ამ ქვეყნად მყოფებს სიმბოლურად აკავშირებს.
უეფა-ს ამ სანქციის თაობაზე ინფორმაცია თურქულმა გამოცემებმა გაავრცელეს, რომლებიც არ ეგუებიან მერიჰ დემირალის „დასჯას". შეგახსენებთ, ფეხბურთელმა ევრო 2024-ზე გატანილი გოლი და მოგვიანებით, ავსტრიის ნაკრებთან გამარჯვება, ე.წ. „რუხი მგლების" სიმბოლოთი აღნიშნა, რამაც უეფა-ს მხრიდან პროტესტი გამოიწვია.
მოდით, აქ ისიც ვთქვათ, თუ რას ნიშნავს სიმბოლო, რომლის გამოც თურქი ფეხბურთელი დაისაჯა და რომელსაც თურქები ისტორიულ მემკვიდრეობად თვლიან და სულაც არ მიაჩნიათ ის, რომელიმე კანონის დარღვევის საფუძვლად. სიმბოლოს აღნიშვნისას, ნეკა (თურქები) და საჩვენებელი (ისლამი) თითები გაშლილია, ცერა, შუა და არათითებით კი ერთგვარი რკალია (მსოფლიო) შექმნილი.
თავად სიმბოლოს ისტორია კი, კვიპროსზე 1917 წელს დაბადებულ ალფარსლან თურქეშს (არაა გამორიცხული იყოს სომხური წარმოშობის და შემდეგ, თურქად ჩაწერილი) უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) დამფუძნებელია. პარტიისა, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტიად ითვლება და რომლის საქმიანობასაც 1968-1980 წლებში მრავალი ადამიანის მკვლელობაში ედებათ ბრალი.
მოკლედ, ასეა თუ ისე, თურქმა ფეხბურთელის ჟესტი, უეფა-მ უყურადღებოდ არ დატოვა და ულტრამემარჯვენე დაჯგუფების მხარდამჭერი ჟესტად აღიქვა და დემირალი ორ მომდევნო თამაშის გამოტოვებით დასაჯა. დემირალიმ მოგვიანებით იტყვის, რომ სადავო ჟესტი თურქეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებისას, ეიფორიის დროს საკუთარი ქვეყნით სიამაყის ნიშნად გააკეთა.
და ბოლოს, შორს რომ არ წავიდეთ, შეგახსენებთ, იმას, რაზეც ბევრჯერ დაგვიწერია. რამდენიმე წლის წინ, უეფა-ს საკლუბო შეხვედრაზე, როტერდამის „ფეიენოორდის" წინააღმდეგ, არ დაუშვეს „დინამო თბილისის" გულშემატკივარი. თამაშზე, დამსწრეთა კვოტა (დაახლოებით 100-100 კაცი) კი, სრულად გამოიყენეს სტუმრებმა და „დინამო არენაზე", რომლის ტრიბუნებზეც, როგორც უკვე გითხარით, ქართველი გულშემატკივარი არ დაუშვეს, ე.წ. ოფიციალური დელეგაციის კვოტით, სწორედ, სტუმარი გუნდის ქომაგები აღმოჩნდნენ. თბილისელები კი, იმ თამაშზე, მხოლოდ, იმ ბანერის გამო დააჯარიმეს, რომელზეც მართალია, ცოტა დიზაინერულად უცნაურად, თუმცა, თუ ყურადღებით დააკვირდებოდი ეწერა „1988" - რაც თავის მხრივ, „დინამო თბილისის" ერთი კონკრეტული გულშემატკივრის პირველი საერთაშორისო გასვლითი თამაშის აღმნიშვნელი რიცხვი იყო. თუმცა, აქ, „1" და „9" არად ჩააგდეს და „88"-ის გამო, რომელიც უეფა-ს მიერ ფაშიზმთან ("SS"-თან და „14/88"-თნ) ასოცირდება, საშინაო თამაშზე ქართული კლუბი, ქომაგის გარეშე დატოვეს.
ამ აკრძალვიდან, კოვიდობის ჟამს, ჩვენ, ესპანეთში, გრანადაში, თბილისის „ლოკომოტივის" თამაშზე სტადიონზე გამოკრული ბანერი გადავიღეთ, რომელზეც სანთლებდანთებული „88" წარწერა იყო. თუმცა, უცნობია, უეფა-ს მატჩის დელეგატმა, ის „88", გაუტარა ესპანურ მხარეს თუ, მათაც გადაწვდათ სანქციების ხელი.