საქართველოს 7-ქალა გაისა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!
საქართველოს 7-ქალა გაისა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!
14.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 7-ქალა 12-14 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე ასპარეზობს. ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილმა გოგონათა ნაკრებმა, პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს და ქართული 7-ქალას ისტორიაში საუკეთესო შედეგით, 12-გუნდა ელიტაში ასასვლელად ერთი ნაბიჯი რჩებოდათ.

ამ ერთი ნაბიჯისთვის საქართველოს 7-ქალამ ბუდაპეშტის ეტაპზე უნგრეთის ნაკრებთან მართალია, 14-12 წააგო, თუმცა, ჯგუფის ორი თამაში, შვეიცარიასთან 38-5 და ისრაელთან კი, 34-0  მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილით გააგრძელეს ასპარეზობა. მოვლენები, აქაც საინტერესოდ განვითარდა. გათამაშების ამ ეტაპზე დღეს 1/4 ფინალში, ჩვენმა გოგოებმა ლატვიას ანგარიშით 10-0 მოუგეს. ამის შემდეგ, 1/2 ფინალში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ, 12-5 დავმარცხდით, თუმცა, ბრძოლა მესამე ადგილისთვის გავაგრძელეთ, სადაც კვლავ, მასპინძლებს, უნგრელებს გადავეყარეთ და ამჯერად, 10-28 მოვუგეთ და მესამე ადგილზე გავედით.


საქართველოს 7-ქალამ მესამე ადგილი დაიკავა

მარიამ გოგუაძის ლელო


მოგეხსენებათ, ჩემპიონატში ალაფიდან ორი საუკეთესო გუნდი ადიოდა. პირველი ეტაპის შემდეგ, ნათელი იყო, რომ ერთ-ერთი ასეთი გუნდი შვედეთი იქნებოდა, აი, საქართველო კი, მიუხედავად იმისა, რომ 1/2 ფინალი წააგო, ბოლომდე ინარჩუნებდა მეორე საგზურის შანსს. ამისათვის, შვედეთისა და დანიის ფინალური დაპირისპირება, შვედებს უნდა მოეგოთ, დანარჩენი უკვე ქულებით დაითვლებოდა.


შვედებმა, დანიას 24-0 მოუგეს და შესაბამისად, მეორე საგზურის მფლობელიც, ქულების მიხედვით, საქართველო გახდა. საქართველოს ნაკრები გაისად გოგოები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ!


და ბოლოს, ბუდაპეშტის ეტაპზე იასპარეზეს: სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა, კირა დანელია.



ფოტო: @ლევან ვერძეული / Georgian Rugby